სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

კვლევითი პროექტები და საგრანტო კონკურსები

კვლევითი პროექტები და საგრანტო კონკურსები

კონკურსი სასწავლო კურსის მასალების (რიდერების) მომზადებაზე  

ინფორმაცია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს სასწავლო კურსის მასალების (რიდერების)  მოსამზადებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ

განაცხადების მიღების ვადები:

  • 2019 წლის 4 მარტი
  • 2019 წლის 30 სექტემბერი

ერთი საგრანტო განაცხადით დაფინანსების თანხის ოდენობა 200 - 1000 ლარი

კონკურსში მონაწილე პირები: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს აკადემიური პერსონალი და მოწვეული ლექტორები

კონკურსის ძირითადი პირობები:

  • საკონკურსო განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორის ან ლექტორის მიერ.
  • განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს უნივერსიტეტის საგრანტო განაცხადის ფორმის შესაბამისად
  • კონკურსის ფარგლებში მონაწილეები წარმოადგენენ განაცხადს კონკრეტული სასწავლო კურსისთვის სამუშაო მასალის/რიდერის, პოსტერის მომზადებაზე
  • მოსამზადებელი მასალა უნდა შეესაბამებოდეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსის შინაარსს ან პროგრამის განვიტარების გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს მსგავსი სასწავლო კურსის ამოქმედება.
  • მოსამზადებელი მასალა უნდა წარმოადგენდეს სიახლეს ქართულ საგანმანათლებლო სივრცისათვის/ არ არსებობდეს მისი ქართულენოვანი ანალოგი
  • პრიორიტეტი მიენიჭება შესაბამისი სპეციალობის ძირითადი სასწავლო კურსების ფარგლებში რიდერის მომზადებისთვის წარმოდგენილ განაცხადებს.
  • კონკურსის შედეგად შექმნილი მასალა უნდა გამოიცეს უნივერსიტეტის სახელით და უნივერსიტეტს გადაეცემა ამ მასალის საკუთარი შეხედულებით გამოყენების უფლებები
  • რიდერი უნდა მომზადდეს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
  • საკონკურსო პროექტით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შესრულდეს შესაბამის პირთა საავტორო უფლებების დაცვით
  • წარმოდგენილი განაცხადები გაივლიან შეფასებას უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამის განხორციელებაში ჩართული პერსონალიდან შექმნილი კომისიის მიერ.
  • პროექტში მონაწილე ყველა პირზე ვრცელდება უნივერსიტეტის ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების სტანდარტები.

რიდერის საგრანტო განაცხადის ფორმა

საგრანტო აპლიკაციები მიიღება ელექტრონულ მისამართზე [email protected]

Message body empty