წინამდებარე სტანდარტის მიზანია, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში უზრუნველყოს აკადემიური პატიოსნების დამკვიდრება, პლაგიატის პრევენციისა და სწავლებასა და კვლევაში სამეცნიერო მუშაობის მაღალი აკადემიური სტანდარტის დანერგვა. აკადემიური პატიოსნების სტანდარტით, უნივერსიტეტი ადასტურებს, რომ აცნობიერებს, რომ სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის მაღალ დონეზე განხორციელება წარმოუდგენელია სამეცნიერო და სტუდენტური კვლევის მაღალ აკადემიურ დონეზე უზრუნველყოფის, საავტორო უფლებათა დაცვისა და აკადემიურ სფეროში ამ მიმართულებით დამკვიდრებული მავნე მიდგომებთან ბრძოლის გარეშე. აღნიშნული სტანდარტი, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ეთიკის კოდექსის, სტუდენტური ეთიკისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის კოდექსთან, საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის წესებთან და სხვა შესაბამის ნორმებთან ერთად, ქმნის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს აკადემიური პატიოსნების დაცვის სისტემას.
უნივერსიტეტის პლაგიატთან ბრძოლის პოლიტიკა მიმართულია:
აკადემიური პატიოსნების უზრუნველყოფის საუნივერსიტეტო ღონისძიებებია:
აკადემიურ პლაგიატად მიიჩნევა სხვისი ნაშრომის განზრახ მითვისება, მთლიანად ან ნაწილობრივ მისი, როგორც საკუთარის, გამოყენება ან მისი მცდელობა, კერძოდ:
სტუდენტურ პლაგიატად მიიჩნევა სხვისი ნაშრომის განზრახ მითვისება, მთლიანად ან ნაწილობრივ მისი გამოყენება, როგორც საკუთარის, კერძოდ:
კონკრეტული დავალდებიდან გამომდინარე, წყაროების დამუშავება და ციტირებისადმი მოთხოვნები შეიძლება დაკონკრეტდეს.
აღნიშნული მუხლი ადგენს, სტუდენტურ თუ სამეცნიერო კვლევით ნაშრომში ორიგინალური ტექსტის (ციტატების, პერეფრაზის და სხვა წყაროებიდან მოყვანილი ტექსტის გამოყენების გარეშე) მინიმალურად დასაშვები რაოდენობის ზღვარს:
სტუდენტური ნაშრომებისთვის ორიგინალური ტექსტის მინიმალურად დასაშვები ზღვარია:
სტუდენტური ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე მუხლის მოთხოვნებს, არ დაიშვება შეფასებისთვის.
სამეცნიერო ნაშრომებისთვის ორიგინალური ტექსტის მინიმალურად დასაშვები ზღვარია:
სამეცნიერო კვლევითი ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე მუხლის მოთხოვნებს, არ დაიშვება შესაბამის კვლევით პროექტში.
აღნიშნული ზღვარის დაძლევა არ გამორიცხავს უნივერსიტეტის მიერ, დასაშვები რაოდენობის ორიგინალური ტექსტის მქონე ნამუშევრებიდან პრიორიტეტის მინიჭებას იმ ნამუშევრისთვის, რომელიც მეტი რაოდენობით ორიგინალურ ტექსტს შეიცავს
უნივერსიტეტში ანტიპლაგიატი კონტროლდება პლაგიატის აღმომჩენი ელექტრონული პროგრამის - TurnItIn -ის გამოყენებით. სტუდენტური ნაშრომების ანტიპლაგიატზე შემოწმებას ახორციელებს შესაბამისი ნაშრომის ხელმძღვანელი, ელექტრონული პროგრამის პირადი პროფილის საშუალებით.
პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში სტუდენტური ნაშრომი არ მიიღება.
უნივერსიტეტი, ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე, უფლებამოსილია გაატაროს აკადემიური პატიოსნების ნორმების დამრღვევის მიმართ სტუდენტური ეთიკისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.
აკადემიური პერსონალისა და სხვა სამეცნიერო ნაშრომების ანტიპლაგიატზე შემოწმებას ახორციელებს უნივერსიტეტის კვლევების განვითარების სამსახური.
პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში, კვლევითი ნაშრომი იხსნება შესაბამისი პროექტიდან.
უნივერსიტეტი, სამსახურის წარდგინების საფუძველზე, უფლებამოსილია გაატაროს აკადემიური პატიოსნების ნორმების დამრღვევი აკადემიური პერსონალის მიმართ ეთიკისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის კოდექსით გათვალისიწნებული ღონისძიებები.
ანტიპლაგიატზე შემოწმების შედეგები ყველა შემთხვევაში ეცნობება შემოწმებული ნაშრომის ავტორს.