საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს აკადემიური პერსონალის კვლევითი საქმიანობის შეფასება - არის განვითარებაზე და ჩართულობის გაზრდაზე ორიენტირებული ინსტრუმენტი, რომლის მიზანია აკადემიური კორპუსის კვლევითი პოტენციალის განვითარება, საჭიროებების იდენტიფიცირება და ჩართულობის გაზრდის მიმართულებების დასახვა. შეფასება ატარებს სარეკომენდაცო-განმავითარებელ ხასიათს. ამასთან, მისი შედეგები შესაძლებელია იქნეს გამოყენებული აკადემიური თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების, აფილირების სქემის, ასევე პროგრამის განვითარებაში ჩართულობის პოტენციალის შესაფასებლად.
შეფასების სქემა მრავალკომპონენტიანია და მოიცავს კვლევითი საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით პერსონალის შეფასების შესაძლებლობას.
შეფასების სქემა მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს, რომელთა მიხედვით ფასდება თითოეული პერსონალის კვლევითი აქტივობა, კალენდარული წლის განმავლობაში. თითოეულ კომპონენტს ენიჭება საკუთარი ხვედრითი წონა, პერსონალის კვლევითი აქტივობის საბოლოო შეფასებაში.
შეფასების სქემის კომპონენტებია: