სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სასარგებლო ინფორმაცია

სასარგებლო ინფორმაცია

უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით ფუნქციონირებს საუნივერსიტეტო კვლევების განვითარების სამსახურ 

კვლევების განვითარების სამსახური უზრუნველყოფს უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო კვლევის განვითარების ხელშეწყობას, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის დაგეგმვა-შეფასების პროცესების კოორდინაციას, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო აქტივობების განხორციელების ორგანიზაციულ მხარდაჭერას, კვლევის ფარგლებში აკადემიური პატიოსნების დაცვის კონტროლს. 

კვლევების განვითარების სამსახური თავისი ამოცანების მისაღწევად, ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

  • შეიმუშავებს უნივერსიტეტის კვლევითი ღონისძიებების გეგმას;
  • ორგანიზებას უწევს საუნივერსიტეტო კვლევით აქტივობებს (კონფერენციები, სემინარები, ვორქშოპები და სხვა);
  • მონაწილეობს კვლევითი ნაშრომების რევიუს და რეცენზირების პროცესის შესაბამისი კადრებით დაკომპლექტების პროცესში;
  • აანალიზებს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის და უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრების ანგარიშებს;
  • ადმინისტრირებას უწევს საუნივერსიტეტო კვლევით გრანტებს;
  • ამზადებს დასკვნას აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევით მუშაობაზე და შეიმუშავებს რეკომენდაციებს აკადემიური კვლევის უნივერსიტეტში განვითარებისთვის;
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ფარგლებში აკადემიური პატიოსნების დაცვას და მონაწილეობს პლაგიატის საწინააღმდეგო ღონისძიებების უნივერსიტეტში დანერგვაში;
  • საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან ერთად შეიმუშავებს და ადმინისტრირებას უწევს კვლევითი საქმიანობას ინტერნაციონალიზაციის მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში;
  • საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან ერთად უზრუნველყოფს ერთობლივი საგრანტო, სასტიპენდიო და კვლევითი პროექტების კოორდინირებას უნივერსიტეტის სახელით;
  • ზრუნავს უცხოელი მკვლევარების უნივერსიტეტში მოწვევაზე.

 

კვლევითი სამსახურის საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა: [email protected]

Message body empty