სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

კარიერული სამიტი

კარიერული სამიტი აბიტურიენტებისთვის

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ადამიანური რესურსების მართვის სკოლის ორგანიზებით 2019 წლის 26-27 ივნისს გაიმართება კარიერული სამიტი აბიტურიენტებისთვის

ღონისძიების ჩატარების ადგილი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, წინანდლის ქ. N9

კარიერულ სამიტში მონაწილეობის მიღება საქართველოს სკოლების XI-XII კლასების მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ.

2-დღიანი კარიერული სამიტი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • პერსონალური და პროფესიული განვითარება
  • თვითცნობიერება და თვითშეფასება
  • კარიერული მიზნების დასახვა
  • ემოციური ინტელექტი

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ემოციური ინტელექტის მასტერკლასები, რაც აბიტურიენტებს მოახლოვებული ეროვნული გამოცდების სტრესისაგან განთავისუფლებაში და გაამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარებათ.

ღონისძიება უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სკოლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი აბიტურიენტებს, კარგად გაიაზრონ საკუთარი ინტერესები, ღირებულებები და მასზე დაყრდნობით მიიღონ პირველი მნიშვნელოვანი და რაც მთავარია გაცნობიერებული კარიერული გადაწყვეტილება - აირჩიონ მომავალი პროფესია!

სამიტის ფარგლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის, უნივერსიტეტ სეუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების პროფესორები სხვადასხვა სპეციალობისთვის აქტუალურ თემატიკაზე იმიტირებულ ლექციებს ჩაატარებენ, რაც შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, გაეცნონ კონკრეტულ პროფესიის სპეციფიკას.

სამიტის ფარგლებში აბიტურიენტების ტრენინგებსა და მასტერკლასებს წარუძღვებიან საქართველოში წამყვანი სერტიფიცირებული ქოუჩები, ტრენერები, სეუ-ს ადამიანური რესურსების მართვის სკოლის პროფესორები

რეგისტრაციის ბმული: https://docs.google.com

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 ივნისი

Message body empty