ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანა
მკითხველს უფლება აქვს ისარგებლოს წიგნის გატანის შემდეგი ვადებით:
- სახელმძღვანელო - I სემესტრი (თუ ბიბლიოთეკაში არის შესაბამისი რაოდენობა);
- სახელმძღვანელო 1-7 დღე ( თუ ბიბლიოთეკაში არ არის შესაბამისი რაოდენობა);
- მხატვრული ლიტერატურა 2 თვე;
- სხვა სახის ლიტერატურა 14-30 დღე;
- პერიოდული გამოცემები1-7 დღე.
ციფრული კოლექციები
უნივერსიტეტის ციფრული კოლექციებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალისთვის.
ელექტრონული რესურსების მისაღებად ეწვიეთ ბიბლიოთეკის კატალოგს.
"საბა" - ელექტრონული წიგნების სახლი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ბიბლიოთეკასა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, SEU-ს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ეძლევა საშუალება უფასოდ ჰქონდეს წვდომა ელექტრონული წიგნების პორტალ „საბა“-ს 6500 - ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე და ონლაი ლექციაზე 6 თვის განმავლობაში, ამისთვის აუცილებელია სარეგისტაციო კოდის მიღება.
„საბას“ სარეგისტრაციო კოდის მისაღებად უნდა მიმართოთ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის Facebook-ის გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/NSLGeorgia ან დაუკავშირდეთ ელ-ფოსტაზე: abon@sciencelib.ge. სარეგისტრაციო კოდი მოქმედებს მისი გააქტიურებიდან ექვსი თვის განმავლობაში. წიგნების წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ Android- ის ან IOS -ის სისტემის მეშვეობით.
ბიბლიოთეკათშორისი სერვისი
- ბიბლიოთეკა მკითხველებს სთავაზობს ბიბლიოთეკათშორის სერვისს, რომელიც გულისხმობს სხვა დონორი ბიბლიოთეკიდან იმ ლიტერატურის მოტანას რომელიც ჩვენი ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში არ მოიპოვება.
- ბიბლიოთეკათშორისი სერვისით სარგებლობისთვის ავსებთ წიგნის შეკვეთის ელექტრონულ ფორმას. წიგნის მონაცემებს ვავსებთ იმ ენაზე, რომელ ენაზეც გვსურს რომ წავიკითხოთ. (წიგნის სათაური; ავტორი).
- მოტანილი წიგნით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ადგილზე, უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში, ისე გასატანად. (დამოკიდებულია შეკვეთილი წიგნის კატეგორიაზე).
- მკითხველს უფლება აქვს ბიბლიოთეკათშორისი სერვისის ფარგლებში ერთდროულად შეუკვეთოს არაუმეტეს 5 წიგნი.
მკითხველი შეკვეთილი წიგნის ხელმისაწვდომობაზე ინფორმაციას და შესაბამის მასალას იღებს არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
პარტნიორი ბიბლიოთეკების კატალოგები:
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - კატალოგი იხილეთ აქ.
- ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - კატალოგი იხილეთ აქ.
შესავსები ფორმა
საკონსულტაციო საათი ბიბლიოთეკართან
- მიიღეთ პერსონალური სამეცნიერო კონსულტაცია ბიბლიოთეკარისგან ინტერნეტით ან ადგილზე, ბიბლიოთეკის სამუშაო საათებში.
- გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე library@seu.edu.ge.
- მიუთითეთ შეხვედრის დრო და საკითხი, რაზეც გსურთ კონსულტაციის მიღება.
- აკადემიური პერსონალისთვის კონსულტაცია ეფექტურია სასწავლო კურსის დაწყებამდე, რათა მიიღოთ ინფორმაცია სახელმძღვანელოებსა თუ სხვა თქვენთვის საჭირო ბიბლიოთეკასთან ინტეგრირებული აქტივობისთვის.
რიდერის დამზადება
- რიდერის დასამზადებლად, გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციას და შეავსოთ სპეციალური ელექტრონული ფორმა.
- ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს რიდერების დამზადებას, როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური სახით, რომელიც გულისხმობს სასწავლო კურსისთვის სავალდებულო სამეცნიერო ლიტერატურის ერთიან, შედგენილ კრებულს. სადაც თავმოყრილი იქნება მასალა რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკაში.
- ამისთვის სასწავლო კურსის ხელმძღვანელი/ლექტორი: ავსებს ფორმას და აწვდის ბიბლიოთეკას რიდერის დამზადებისთვის აუცილებელ მასალას ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით; (წიგნი, პერიოდული გამოცემა, ელექტრონული რესურსი და ა.შ.) გასათვალისწინებელია რომ რიდერის დასამზადებლად თქვენს მიერ მოწოდებული თითოეული სასწავლო მასალიდან შესაძლებელია მაქსიმუმ 40%-ის გამოყენება საავტორო უფლებების დაცვის მიზნით. ელექტრონული მასალები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელ ფოსტაზეც library@seu.edu.ge, ხოლო ბეჭდური მასალის შემთხვევაში ისინი უნდა მოგვაწოდოთ ბიბლიოთეკაში.
- რიდერის დასამზადებლად, გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები.
შესავსები ფორმა
შეეკითხე ბიბლიოთეკარს
ბიბლიოთეკის შესახებ რაიმე კითხვის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ library@seu.edu.ge;
მაქსიმალურად ოპერატიულად მოგაწოდებთ ინფორმაციას თქვენთვის სასურველ საკითხებზე.
ბიბლიოთეკის სამუშაო საათები
- ორშაბათი-პარასკევი
- 9:30 – 21:30;
- შაბათი - 9:30 – 18:00 საათი