სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს მიღებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამაზე.

გადაწყვეტილება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის განხორციელების შესახებ

შრომის უსართხოების სპეციალისტის პროგრამა შემუშავებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების ,,შრომის უსაფრთოების სპეციალისთის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად.

სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს. აღნიშნული სერტიფიკატის მქონე პირს შეუძლია დასაქმდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე.

პროგრამის მიზანი
შრომის უსაფრთოების პროგრამის მიზანია ,,შრომის უსაფრთოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს შრომის უსაფრთოების სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი კომპეტენციები და უნარ-ჩვევები ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სწორი მართვისათვის.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

პროგრამაზე დაიშვება 18 წლის ასაკის მქონე პირი, რომელსაც აქვს საშუალო განათლება.

სწავლის შედეგები

მსმენელს პროგრამის დასრულებისას:

  • აქვს სპეციალური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში;
  • იცნობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას;
  • შეუძლია შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები;
  • შეუძლია უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


ტრენინგის განრიგი:

  • ტრენინგის დასაწყისი: 13 აგვისტო
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 15 დღე
  • ჩატარების დრო: 10:00 -20:00 საათი

საფასური და რეგისტრაცია

  • ტრენინგის ღირებულება: 1290 ლარი
  • ონლაინ რეგისტრაცია იწარმოებს 7 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით ბმულზე: http://bit.ly/2OJdZgk

ერთი ორგანიზაციიდან 2 ან მეტი წარმომადგენლის შემთხევაში მოქმედებს შემდეგი ფასდაკლება:

  • 2300 ლარი - 2 კაცი (1150 ₾-1კაცი)
  • 3300 ლარი - 3 კაცი (1100 ₾-1კაცი)
  • 4200 ლარი - 4 კაცი (1050 ₾-1კაცი)
  • 5000 ლარი - 5 კაცი (1000 ₾-1 კაცი)
  • ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს ტრენინგის დაწყებამდე

ტრენერები: გოჩა მუსელიანი, ირაკლი ამირანაშვილი


საკონტაქტო ინფორმაცია

  • თბილისი, წინანდლის ქ. 9 საქართველო
  • ელ-ფოსტა: [email protected]
  • ტელ: 032 2 90 00 00
             5 55 76 77 22

საქართველოს ბანკი
ა/ნ GE28BG0000000600168600GEL

Message body empty