სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საერთაშორისო ურთიერთობები

გაცვლითი პროგრამები

სეუ-ს სტუდენტებს პარტნიორ უნივერსიტეტებთან ბილატერალური შეთანხმების ფარგლებში საშუალება აქვთ გაცვლითი პროგრამით გაემგზავრონ მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნის უნივერსიტეტებში. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელების და კანდიდატების შერჩევის კოორდინირებას ახდენს სეუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა, ელექტრონულად, უნდა წარმოადგინონ საბუთები მითითებულ მისამართზე exchange@seu.edu.ge

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები :

  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
  • CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv) (ინგლისურ ენაზე)
  • სეუ-ს აკადემიური პერსონალის სარეკომენდაციო წერილo
  • ინგლისური ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS 5.0; TOEFL PBT 500; CAE). სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში აპლიკანტი აბარებს შიდა საუნივერსიტეტო B2 დონის გამოცდას 
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
  • შესაბამისი კონკურსით გათვალიწინებული სხვა დოკუმენტაცია

გაცვლითი პროგრამის პროცედურები

საერთაშორისო პარტნიორები

SEU - ს  სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ,  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში.