სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

მართვა

მართვა

სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას უნივერსიტეტში კოორდინაციას უწევს ვიცე- რექტორი, სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით.

სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით ვიცე-რექტორი:

  • შეიმუშავებს კვლევითი ერთეულებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშემწყობ მექანიზმებს;
  • ხელს უწყობს კვლევითი ერთეულებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაგეგმვას და ანგარიშების მომზადებას;
  • შეიმუშავებს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების ყოველწლიურ გეგმას/კალენდარს;
  • გეგმავს და მონიტორინგს უწევს საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესს კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის მიზნით;
  • ხელს უწყობს კვლევითი ერთეულების დაფუძნებას და მათი საქმიანობის სწორად წარმართვას;
  • გეგმავს და კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო-საგრანტო პროექტებს და ახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე;
  • კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო შრომების გამოცემას;
  • უზრუნველყოფს უცხოურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის დაწყებას და მეცნიერ-მკვლევართა მხარდაჭერას; 
  • გეგმავს და კოოორდინაციას უწევს უნივერსიტეტში ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების, ფესტივალებისა და კონკურსების ჩატარებას, ახალგაზრდა ნიჭიერი მეცნიერების გამოვლენისა და წახალისების მიზნით;
  • გეგმავს და კოორდინაციას უწევს საერთაშორისო და ადგილობრივ ფონდებთან ურთიერთობების გამყარებას სამეცნიერო კვლევების მიმართულებით და უზრუნველყოფს ხელშემწყობი აქტივობების ჩატარებას აკადემიური პერსონალისათვის;
  • ქმნის შესაბამის მექანიზმებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების კვლევით პროექტებში მონაწილეობის წახალისები მიზნით;
  • სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაციის მიზნით, აფასებს და სწავლობს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს, აგრეთვე უძღვება კონსულტირების პროცესს, შესაბამისი კვლევებისთვის შეკვეთების მისაღებად;
  • სამეცნიერო-კვლევის შედეგების იმპლემენტაციის მიზნით,ორგანიზებას უწევს აკადემიურ პერსონალს  შესაბამისი დარგობრივი უწყების/ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, შეხვედრებისა და კვლევის შედეგების წარდგენისა/დისკუსიის  პრაქტიკაში დანერგვის საკითხებზე;
  • ყოველწლიურად აფასებს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს აკადემიური კვლევის უნივერსიტეტში განვითარებისთვის და წარუდგენს მას აკადემიურ საბჭოს;
  • კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტში არსებული, პერიოდული სამეცნიერო ჟურნალის „SEU & SCIENCE“-ის გამოცემას.
Message body empty