სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

გამოცემები

სტატიის გაფორმების წესი:   

  • ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word - ის ფორმატში, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
  • ნაშრომის სრული მოცულობა (ბიბლიოგრაფიასთან ერთად) უნდა შეადგენდეს 11- დან 20 გვერდს.
  • ქართულ ენაზე ნაშრომის შესრულებისას გამოიყენება sylfaen-ის ფონტი, ხოლო ინგლისურ ენაზე Times New Roman, შრიფტის ზომა - 11, სტრიქონებს შორის დაშორება - 1.0.
  • აბსტრაქტი: მოიცავს მოკლე ინფორმაციას (200-300 სიტყვა) სტატიის შინაარსის შესახებ.
  • საკვანძო სიტყვები: (Key words): 4-6 სიტყვა, რომელიც მაქსიმალურად ასახავს ნაშრომის შინაარსს.
  • შესავალი: არის სტატიის პირველი ნაწილი ნაშრომის სტრუქტურის, მისი აქტუალობის, საკვლევი საკითხის მნიშვნელობის შესახებ (არ ინომრება).
  • მთავარი ტექსტი მოიცავს კვლევის (საჭიროების შემთხვევაში) მეთოდოლოგიას, ნაშრომის შინაარსსა და შუალედურ შედეგებს; სტატიის სათაურები წარმოდგენილი უნდა იყოს ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმით (მუქი ან/და დახრილი), გამოყოფილი Headings სისტემით, თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე შემდეგი წესის დაცვით:

1. სათაური

   1.1. ქვესათაური

        1.1.1. ქვესათაური

       1.1.2. ქვესათაური ..

   1.2. ქვესათაური

2. სათაური

    2.1. ქვესათაური

        2.2.1. ქვესათაური და ..

  • აბზაცის ყველა ხაზი უნდა იყოს თანაბრად დაშორებული მარჯვენა ველიდან. აბზაცები ერთმანეთისგან გამოიყოფა თითო ინტერვალის გამოტოვებით.
  • ციტირებების მოსანიშნად ვიყენებთ არაბულ რიცხვებს, რეფერირების დასამატებლად წინადადების ბოლოს სასვენი ნიშნის შემდეგ გადავდივართ References მენიუში და ვუთითებთ Insert Footnote.
  • სქოლიოს, შესრულების დროს ვიყენებთ შრიფტის ზომა -9.
  • დასკვნა მოიცავს მიგნებებს, შესაძლო რეკომენდაციებსა და სამომავლო პერსპექტივებს. გთხოვთ, გაითვალიწინოთ, რომ აბსტრაქტი, შესავალი და დასკვნა არ ინომრება. ინომრება მხოლოდ ტექსტის ძირითადი ნაწილი.
  • ბიბლიოგრაფია მიეთითება ორივე ენაზე, ჟურნალის მიერ დადგენილი წესით.

წყაროების მითითების სტანდარტები:

  • ნაშრომში სათანადოდ უნდა იყოს მითითებული შესაბამისი წყაროები.
  • წყარო მიეთითება არაბული ნუმერაციით, სქოლიოს (footnote) სახით. ტექსტში მოცემულ სქოლიოს უნდა უსწრებდეს ჩამკეტი სასვენი ნიშანი (წერილი, ძახილის ნიშანი, კითხვის ნიშანი). სასვენ ნიშნამდე სქოლიოს გამოყენება დასაშვებია ცალკეული სიტყვის ან ტერმინის განმარტების მიზნით;


წყაროს მითითების წესებია:

წიგნის პირველადი მითითება: ერთი ან ორი ავტორის შემთხვევაში - ავტორ(ებ)ის გვარი, სახელის ინიციალი, წიგნის სახელწოდება ბრჭყალებში, გამომცემლობა, წელი, გვერდი ან პარაგრაფი;

მაგალითად: ჰობსი, ., „ლევიათანი“, გამომცემლობამერიდიანი“ 1985. გვ. 268.

რამდენიმე ავტორის შემთხვევაში - პირველი ავტორიდა სხვამითითებით (ავტორთა კოლექტივის შემთხვევაში: ავტორთა კოლექტივი, რედაქტორის სახელი), წიგნის სახელწოდება ბრჭყალებში, გამომცემლობა, წელი, გვერდი ან პარაგრაფი.

მაგალითად: ავტორთა კოლექტივი, რედაქტორი . დემეტრაშვილი, „კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო“, გამომცემლობარესპუბლიკა“, 2005. გვ. 305.

წიგნის ყოველი შემდგომი მითითებისას - ავტორის გვარი, იხ. შესაბამისი პირველადი მითითების სქოლიოს ნომერი, გვერდი, ან პარაგრაფი. 

მაგალითად: ჰობსი, იხ. სქოლიო 15, გვერდი 88.

სტატია წიგნში/კრებულში სტატიის ავტორი, სტატიის სახელწოდება, წიგნში - წიგნის მითითების წესით. 

მაგალითად: როუზი, ., „სახეობათა ევოლუციაწიგნში ბუროუზი, ., და როჯერი, ., (რედაქტორები), „სამართლის განსაზღვრა: ესეები პიტერ ბირკსის ხსოვნის საპატივცემულოდ“. ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა, 2006. გვ. 55-78.

პერიოდული გამოცემის სტატიის მითითება - სტატიის ავტორი, სტატიის სახელწოდება ბრჭყალებში, გამოცემის ნომერი და გამოცემის სახელწოდება ბრჭყალებში, წელი, გვერდი. შემდგომი მითითების წესი წიგნის შემდგომი მითითების წესის ანალოგიურად. 

მაგალითად: კვარაცხელია, ., „გაუქმებულ ან ძალადაკარგულად გამოცხადებულ სადავო აქტზე საკონსტიტუციო სამართალწარმოება“, 10 „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“, 2016. გვ. 45-47.

საგაზეთო სტატიის მითითება - ავტორი, სტატიის სათაური ბრჭყალებში, გაზეთის სათაური თარიღი, გვერდები.

მაგალითად: პარდოა-შიოპა, ., “Il carattere dell’ Europa”, Carriere della Serra, 2004 წლის 22 ივნისი, გვ. 1.

ინტერნეტ წყაროების (ბლოგები, ვებ-გვერდები) მითითება - საგაზეთო სტატიის წესის ანალოგიურად, ვებ-გვერდისა და უკანასკნელი გადამოწმების თარიღის კვადრატულ ფრჩხილებში მითითებით.

მაგალითად: Klaassen, M.,  “The best interests of the child in deportation cases: An analysis of Ejimson v. Germany” Strasbourg Observers Blog. 

www.strasbourgobservers.com/2018/03/30/the-best-interests-of-the-child-in-deportation-cases-an-analysis-of-ejimson-v-germany/ [. . 11.03.2022] ინლისურად [L. s. 11.03.2022]

კანონმდებლობის მითითება - მუხლის ნომერი, აქტის დასახელება, მიღების თარიღი.

მაგალითად: მუხლი 7, საქართველოს ორგანული კანონისაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“. 31 იანვარი, 1996.

მუხლი 19, “ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია”, 1950.

სასამართლო პრაქტიკის მითითება - სასამართლოს დასახელება, შესაძლებლობის შემთხვევაში, სასამართლოს აქტის ტიპი, საქმის, ან განაცხადის ნომერი, საქმის დასახელება ბრჭყალებში, გადაწყვეტილების მიღების თარიღი, შესაბამისი გვერდი, ან პარაგრაფი.

მაგალითად: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N1/1/477 „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2011 წლის 22 დეკემბერი. პარაგრაფი 80.

მაგალითად: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N9815/82 „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 1986 წლის 8 ივნისი. პარაგრაფები 41-42.

სტატიის ტექსტში ციტატის მითითების წესები განისაზღვრება შემდეგი სახით:

  • ტექსტში ან სქოლიოში მოცემული ციტატა უნდა განთავსდეს ორმაგ ბრჭყალებში-ბრჭყალი უნდა იყოს დაბალი („), ციტატის დასრულების შემდეგ - მაღალი (“).
  • თუ ავტორი ციტირებული ტექსტიდან შლის რაიმე ნაწილს, წაშლილ ადგილას კვადრატულ ფრჩხილებში იწერება სამწერტილი: „ააა [...] ააა“.

ბიბლიოგრაფია

  • ბიბლიოგრაფიაში მიეთითება ყველა ის წყარო, რომელიც გამოყენებული იქნა სტატიაზე მუშაობისას. 
  • გამოყენებული ლიტერატურის/წყაროების აღწერა უნდა განხორციელდეს შემდეგნაირად: პუბლიკაციები/ნაშრომები ანბანური თანმიმდევრობით -  ჯერ მიუთითეთ ქართულენოვანი გამოცემები, შემდეგ უცხოური. ამის შემდეგ სხვა დანარჩენი წყაროები.

ბიბლიოგრაფიის შედგენისას გთხოვთ, გამოიყენოთ მითითების შემდეგი წესი:

  • ავტორის გვარი, სახელი (სრულად),  წიგნის დასახელება, გამომცემლობა, გამოცემის ადგილი და თარიღი. რამდენიმე ავტორის შემთხვევაში, ბიბლიოგრაფიაში მიეთითება ყველა ავტორის გვარი და სახელი .
  • სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, გადაწვეტილების დასახელება, და მიღების თარიღი.
  • ინტერნეტ წყაროს შემთხვევაში მიუთითეთ უკანასკნელი გადამოწმების თარიღი.

ბიბლიოგრაფია

  1. ლეკვეიშვილი, მზია. მამულაშვილი, გოჩა. თოდუა, ნონა. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი (წიგნი I) „მერიდიანი“, თბილისი, 2019;
  2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება: ფრითი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 29.04.2002; https://hudoc.echr.coe.int/fre#{%22itemid%22:[%22001-60448%22]} [უკანასკნელად გადამოწმდა 09.07.2020];
  3. ფირცხალაშვილი, ანა. ადამიანის უფლებათა უნივერსალურობის თეორია, სამეცნიერო ჟურნალი- მართლმსაჯულება და კანონი, #2(41), 2014;
  4. ფირცხალაშვილი, ანა. სოციალური სამართლიანობა, ახალი წესრიგი 21- საუკუნის მსოფლიოსათვის. http://european.ge/socialuri-samartlianoba-axali-tsesrigi-xxi-saukunismsopliosatvis/ [უკანასკნელად გადამოწმდა 30.05. 2018];
  5. ჰენრი, სამუელ. ბელგიამ ევთანაზიის ნება დართო მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ცხრა და თერთმეტი წლის მომაკვდავი პაციენტების შემთხვევაში, https://www.telegraph.co.uk/news/2018/08/07/belgium-authorised-euthanasia-terminally-nine-11-year-old-youngest/ [უკანასკნელად გადამოწმდა 09.07.2020];
  6. გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსი (Strafgesetzbuch – StGB), https://www.gesetze-im-internet.de/englisch_stgb/englisch_stgb.html#p1951. [უკანასკნელად გადამოწმდა 15.12. 2019];
  7. რაზერი, ბრაიან.  და ფიშმანი, ჩარლზ.  ცნობისმოყვარე გონება: უფრო დიდი ცხოვრების საიდუმლო. ნიუ იორკი: Simon & Schuster, 2015;
  8. სატერფილდი, სუსანა. „Livy and the Pax Deum” Classical Philology 111, 2 (2016 აპრილი).

Bibliography

  1. Lekveishvili, Mzia. Mamulashvili, Gocha. Todua, Nona. Georgian Criminal Law, Part 1, Tbilisi, “Meridani”;
  2. Judgment by European Court of Human Rights CASE: Pretty v. the UK., 29.04.2002; https://hudoc.echr.coe.int/fre#{%22itemid%22:[%22001-60448%22]} [Last seen 09.07.2020];
  3. Phirtskhalashvili, Anna. ‘The Theory of Universality of Human Rights’ (2014) #2(41) Scientific Journal Justice and Law;
  4. Phirtskhalashvili, Anna. Social Justice, New Order for 21st Century World available here:<http://european.ge/socialuri-samartlianoba-axali-tsesrigi-xxi-saukunis-msopliosatvis/> [Last seen 30.05.2020];
  5. Samuel Henry, „Belgium authorised euthanasia of a terminally ill nine and 11-year-old in youngest cases worldwide“, https://www.telegraph.co.uk/news/2018/08/07/belgium-authorised-euthanasia-terminally-nine-11-year-old-youngest/ [Last seen 09.07.2020];
  6. German Criminal Code (Strafgesetzbuch – StGB), Section 216, https://www.gesetze-im-internet.de/englisch_stgb/englisch_stgb.html#p1951 [Last seen 09.07.2020];
  7. Razer, Brian. & Fishman, Charles. A Curious Mind: The Secret to a Bigger Life.New York: Simon & Schuster, 2015;
  8. Satterfield, Susan. “Livy and the Pax Deum.” Classical Philology 111, no. 2 (April 2016).

Message body empty