SEU&SCIENCE არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ გამოცემული მულტიდისციპლინარული ჟურნალი.
ჟურნალი SEU&SCIENCE გამოიცემა წელიწადში ორჯერ ბეჭდური და ონლაინ სახით.
ქართული და ინგლისური (საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების შემთხვევაში ინგლისური).
ნაშრომები შექმნილი უნდა იყოს მაღალი აკადემიური სტანდარტით, გათვალისწინებული იქნას ყველა ის მითითება, რომელიც განსაზღვრულია ჟურნალის სარედაქციო კომიტეტის მიერ.
სამეცნიერო ჟურნალში შეიძლება გამოქვეყნდეს სხვადასხვა ორიგინალური ნაშრომი ქართულ ენაზე (ინგლისური აბსტრაქტისა და ბიბლიოგრაფიის თანხლებით), როგორიცაა სამეცნიერო სტატია, მიმოხილვა, რეცენზია მონოგრაფიაზე, სახელმძღვანელოსა და სამეცნიერო სტატიაზე, ჩატარებული კვლევის შედეგების ანგარიში და სხვ.
ჟურნალი აღიარებს და პატივს სცემს ეთიკის წესებს.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამეცნიერო ჟურნალში წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები სრულდება შემდეგი სტანდარტის მიხედვით:
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო ნაშრომი და აბსტრაქტი ცალკე ფაილის სახით;
სტატია უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:
სტატიის მოცულობა: მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 20 გვერდი;
სტატიის და აბსტრაქტის გაფორმების წესი:
წყაროების მითითების და ციტირების სტანდარტები იხ. შაბლონი
დირექტივების გაუთვალისწინებლობის შემთხევაში, ნაშრომი არ გამოქვეყნდება ან დაუბრუნდება ავტორს მათ შესაბამისობაში მოსაყვანად;
სტატიების წარდგენა უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე: [email protected]