სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

იურიდიული ფაკულტეტი

ფაკულტეტის შესახებ

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს იურიდიული ფაკულტეტი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაკულტეტია საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტი არის ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაცია ELFA-ს წევრი.

ფაკულტეტი მოიცავს უნიკალურ სასწავლო კურსებს, რომლებიც შემუშავებულია სპეციალურად SEU-სთვის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და აერთიანებს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ კომპონენტებს.

იურიდიულ ფაკულტეტზე ასწავლიან დარგის წამყვანი სპეციალისტები - მოსამართლეები, პროკურორები, ნოტარიუსები, ადვოკატები, რომელთა უმრავლესობას განათლება უცხოურ უნივერსიტეტებში აქვთ მიღებული და სწავლების პროცესში სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილებას აქტიურად უზიარებენ. აკადემიური პერსონალი აქტიურადაა ჩართული კანონშემოქმედებით საქმიანობაში, ასევე, ახორციელებენ საერთაშორისო დონეზე სამართლის ექსპერტების როლს.  

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, სტაჟირებებს გადიან, როგორც  SEU-ს  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ იურიდიულ კლინიკაში, ასევე, პარტნიორ იურიდიულ ორგანიზაციებში. SEU-ში ფუნქციონირებს იმიტირებული სასამართლო დარბაზი, სადაც  სტუდენტებს უტარდებათ იმიტირებული სასამართლო პროცესები.

დამატებით სტუდენტები მონაწილეობას იღებენ გაცვლით პროგრამებში, საზაფხულო სკოლებში, სტუდენტურ კონფერენციებში, ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებში.

 

 

Message body empty