სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

იურიდიული ფაკულტეტი

დეკანის მიმართვა

მოგესალმებით საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს იურიდიული ფაკულტეტის სახელით, რომელიც 2015 წელს დაარსდა და უკვე არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც დასაქმებული არიან როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

იურისტის პროფესია მუდმივად მოთხოვნადი სპეციალობების სათავეშია. აბიტურიენტების არჩევანის მაჩვენებელი ფაკულტეტზე ყოველ წელს იზრდება. 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგებით, SEU-ს იურიდიულ ფაკულტეტზე, თსუ-ს შემდეგ, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. ამჟამად, იურიდიულ ფაკულტეტზე 1300-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება იურისტის პროფესიას.

იურიდიულ ფაკულტეტზე მოქმედებს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა. სასწავლო პროცესში, აკადემიურ პერსონალთან ერთად, ჩართულნი არიან სასამართლო, საგამოძიებო, საპროკურორო და საადვოკატო სტრუქტურებში მომუშავე დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე იურისტები და დარგის სპეციალისტები.

იურიდიული ფაკულტეტი ფოკუსირებულია, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, თეორიულ ცოდნასთან ერთად განუვითაროს კრიტიკული აზროვნება და  სამართლებრივი საკითხების ეფექტიანად გადაჭრის უნარი, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი იურისტების მომზადება,  თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების საპასუხოდ.

სამართლის ფაკულტეტი სტუდენტებს თანამედროვე სასწავლო მასალებითა და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფს. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს საიმიტაციო სასამართლო დარბაზი და იურიდიული კლინიკა. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ საჯარო ლექციებს, მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო კონფერენციებში, სემინარებში, იმიტირებულ პროცესებში, დისკუსია-დებატებში, მასტერკლასებსა და ტრენინგებში სხვადასხვა მიმართულებით.

ფაკულტეტი, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან, იურიდიული დახმარების სამსახურთან და ა. შ., სადაც სტუდენტები პროფესიულ პრაქტიკას გადიან და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან.

გვესტუმრეთ SEU-ში და დაათვალიერეთ ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა, რომელიც საუკეთესოა განათლების შესაძენად და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრებისათვის, გაიგეთ მეტი ჩვენი სასწავლო პროგრამებისა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ, გაიცანით ჩვენი აკადემიური პერსონალი, გაესაუბრეთ სტუდენტებს, მიიღეთ პასუხი თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.


ჩვენი დევიზია #გაუსწარიდროს

საუკეთესო სურვილებით,

თეა ჯუღელი

იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი