სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები ბიზნესში

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანი

ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები ბიზნესში საბაკალავრო პროგრამა მიზანია კურდამთავრებულებს ჰქონდეთ საფუძვლიანი ცოდნა მარკეტინგის და მენეჯემენტის კომპიუტერული სისტემების შექმნის, დიზაინისა და მოდელირების განხრით.

აღნიშნული მიმართულების კურსები მოიცავს ისეთი კომპლექსური ინფორმაციული სისტემების შესწავლას, რომელთა საშუალებითაც ხდება ბიზნესის პროცესების და ბიზნეს მონაცემების მართვა, ინფორმაციის მენეჯმენტი და მონაცემთა დამუშავება.


საბაკალავრო საგნამანათლებლო პროგრამა „ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები ბიზნესში“ კონკრეტული მიზნებია:

• შესძინოს კურსდამთავრებულებს ინფორმაციული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის დაპროექტებისთვის საჭირო ზოგადი ცოდნა და უნარები;

• მოამზადოს ინფორმაციული სისტემების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან სისტემების პროგრამული უზრუნველყოფების შემუშავების, ინტეგრაციის, ექსპლუატაციის და დანერგვის საკითხების ცოდნით;


• შესძინოს კურსდამთავრებულებს ინფორმაციული სისტემების სფეროს მეთოდების და ინსტრუმენტების სხვა დარგებში, კერძოდ, მარკეტინგსა და მენეჯმენტში ეფექტურად გამოყენების უნარები;


• შეუქმნას კურსდამთავრებულებს სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის მყარი საფუძველი.

სწავლის შედეგები

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის „ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები ბიზნესში” სწავლის შედეგები შეესაბამება პროგრამის მიზნებს და მოიცავს შინაარსით გათვალისწინებულ ძირითად ცოდნას, უნარებს, პასუხიმგებლობასა და ავტონომიურობას:

• განსაზღვრავს ინფორმაციული სისტემების სფეროს სპეციალურ საკითხებს დარგთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირების, ფორმულირებისა და მათი გადაჭრის გზების დადგენისათვის;

• გაიაზრებს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების ფუნდამეტურ თავისებურებებს;

• განასხვავებს ინფორმაციულის სისტემების დარგის ამოცანათა ფართო სპექტრს, რომელიც მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებასა და ცოდნის უახლეს ასპექტებს.

• ახდენს მარკეტინგისა და მენეჯმენტის კომპიუტერული სისტემების თეორიული და პრაქტიკული პრობლემების იდენტიფიცირებას, ფორმულირებას, აანალიზებს და წყვეტს მათ პროგრამული საშუალებებით წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.

• აპროექტებს (მათ შორის კვლევითი ელემენტებით), ინტეგრაციას უკეთებს და ახორციელებს კომპიუტერულ სისტემებს წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.

• იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან ახდენს კომუნიკაციას კონტექსტისათვის შესაბამისი ფორმებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით.

• ეთიკურ ნორმებზე დაყრდნობით აცნობიერებს პროფესიული გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობას.

• ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში ადგენს საკუთარი სწავლის შემდგომ საჭიროებას, პროფესიული და კარიერული განვითარების მიზნით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები ბიზნესში საბაკალავრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და პროცედურები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, გაწერილია სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში, განთვასებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისათვის.

ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები ბიზნესში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი) ან მასთან გათანაბრებული და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს აღნიშნულ პროგრამაზე.


საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები ბიზნესში საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია:

• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;

• საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

• საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

• უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვების მსურველი პირების პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით ატარებს გასაუბრებას და უზრუნველყოფს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას.ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები ბიზნესში საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვა აგრეთვე ხდება მობილობის წესით. მობილობის უფლება აქვს პირს, რომლის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისათვის არის დაწესებულების სტუდენტი. მობილობის უფლება აქვს ასევე პირს, რომელსაც ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი ან სტატუსშეწყვეტილ პირს, სტატუსის შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში.



მიმდინარეობს წარმოება

ზოგადი ინფორმაცია

ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები ბიზნესში