სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სასწავლო პროცესი

შეფასების სისტემა

სტუდენტის შეფასება პროგრამის თითოეულ სასწავლო კომპონენტში მოიცავს შეფასების ორ ფორმას - შუალედურ შეფასებასა და დასკვნით შეფასებას.

შეფასების თითოეული ფორმა მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც მოიცავს შეფასების მეთოდს/მეთოდებს, ხოლო შეფასების მეთოდი/მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით, რომელიც გაწერილია შესაბამისი პროგრამის სილაბუსებში და ხელმისაწვდომია ყველა სტუდენტისათვის სემესტრის დასაწყისში, სასწავლო პროცესის ელექტრონულ სისტემაში - emis.seu.edu.ge.

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის თითოეულ სასწავლო კომპონენტში, სტუდენტის საბოლოო შეფასების განსაზღვრისათვის, შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა), შუალედური შეფასებას ეთმობა 70 ქულა, ხოლო დასკვნით შეფასებას - 30 ქულა. ამასთან, როგორც შუალედურ, ისე დასკვნით შეფასებას დადგენილი აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - შუალედური/დასკვნითი შეფასების 30%.   დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის თითოეულ სასწავლო კომპონენტში, სტუდენტის საბოლოო შეფასების განსაზღვრისათვის, შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა), შუალედური შეფასებას ეთმობა 60 ქულა, ხოლო დასკვნით შეფასებას - 40 ქულა. ამასთან, როგორც შუალედურ, ისე დასკვნით შეფასებას დადგენილი აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - შუალედური/დასკვნითი შეფასების 50%.

სტუდენტის სწავლის შედეგების საბოლოო შეფასების მიზნებისათვის დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა.

სტუდენტი დასკვნით გამოცდაზე დაიშვება, თუ მიღწეული აქვს შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

დასკვნით გამოცდამდე, სტუდენტს შეიძლება მიეცეს გამოტოვებული შუალედური შეფასების კომპონენტის (შუალედური გამოცდის) აღდგენის უფლება, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი და მიღებული აქვს ნებართვა, ელექტრონული სისტემის (emis.seu.edu.ge) საშუალებით გაგზავნილი განცხადების საფუძველზე.

კრედიტის მინიჭებისათვის, სტუდენტის საბოლოო შეფასება განისაზღვრება შუალედური შეფასებისთვის დადგენილი მინიმალური ზღვრისა და დასკვნითი გამოცდისათვის დადგენილი მინიმალური ზღვრის გადალახვის საფუძველზე მიღებული ქულების დაჯამებით, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 51 ქულას ან მეტს.

შეფასების სისტემა უშვებს: 

ხუთი სახის დადებით შეფასებას: 

  • (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა; 
  • (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა; ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა. 


ორი სახის უარყოფით შეფასებას: 

  • (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
  • (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.   
  • სტუდენტი, რომელმაც ვერ დააგროვა 51 ქულა ან ვერ გადალახა დასკვნითი გამოცდისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, დამატებით გამოცდაზე დაიშვება, თუ დაგროვებული აქვს არანაკლებ 41 ქულა.


სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა ერთჯერადად, დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა.

დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.

დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით, პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F0 ქულა.

საგანმანათლებლო პროგრამის თითოეული სასწავლო კომპონენტის სწავლის შედეგების მიღწევის შეფასება სრულდება იმავე სემესტრში, რომელშიც იგი ხორციელდებოდა.

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის სამაგისტრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება ერთჯერადად - დასკვნითი შეფასებით. სამაგისტრო ნაშრომი უნდა შეფასდეს იმავე ან მომდევნო სემესტრში, როდესაც სტუდენტი დაასრულებს ნაშრომზე მუშაობას, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული შეფასების სისტემით.

სამაგისტრო ნაშრომისათვის ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ.ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტს უფლება ეძლევა გადამუშავებული სამაგისტრო ნაშრომი წარადგინოს მომდევნო სემესტრის განმავლობაში, ხოლო ამავე პუნქტის „ბ.ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტი კარგავს იგივე სამაგისტრო ნაშრომის მომდევნო სემესტრში წარდგენის უფლებას.

სტუდენტის შეფასება პროგრამის თითოეულ კომპონენტში აისახება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემაში (emis.seu.edu.ge), სადაც შეფასებათა უწყისში აისახება მიმდინარე შუალედური შეფასებები, დასკვნითი ან/და დამატებითი გამოცდების შედეგები. ელექტრონული სისტემა ავტომატურად ახდენს სტუდენტის მიმდინარე აკადემიური მოსწრების ქულათა დაჯამებას, მათ დასკვნით და/ან განმეორებით გამოცდებზე დაშვებას (დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გათვალისწინებით) და საბოლოო შეფასების გამოყვანას. შეფასების უწყისი ასახავს თითოეული სტუდენტის ყველა შეფასებას, რომელიც მან დააგროვა სემესტრის განმავლობაში. სტუდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია სისტემაში საკუთარი შეფასებების კონტროლი.

Message body empty