სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

კონფერენციები და ღონისძიებები

საერთაშორისო სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ”SEU ISOC W-2022”

22 თებერვალი
Zoom.us

საერთაშორისო სტუდენტურ ონლაინ კონფერენციაზე - ”SEU ISOC W-2022” რეგისტრაცია დაიწყო.

საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში ”SEU ISOC W-2022” მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი, ტურიზმი, ეკონომიკა, მართვა;
  • სამართალი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ფსიქოლოგია;
  • ჟურნალისტიკა;
  • მედიცინა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:

  • სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს მოცემულ ბმულზე არაუგვიანეს 2022 წლის 4 თებერვლისა.
  • ნაშრომის აბსტრაქტი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსტეტი SEU-ს საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტების მიხედვით;
  • აბსტრაქტის მოცულობა 100-300 სიტყვა;
  • აბსტრაქტი შესრულებული უნდა იყოს ორ ენაზე: ქართული და ინგლისური;


კონფერენციაზე ნაშრომების წარმოდგენა აუცილებელია პრეზენტაციის სახით. ნაშრომი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.  მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა. გამონაკლისი შესაძლებელია, დაშვებულ იქნას ინტერდისციპლინარული ნაშრომის შემთხვევაში).

  • მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ, წარმოადგინოს მხოლოდ ერთი მოხსენება;
  • თანაავტორის არსებობის შემთხვევაში რეგისტრაციისას მიუთითეთ ორივე ავტორის სახელი და გვარი;
  • მიუთითეთ თემის სახელწოდება;
  • სტუდენტურ ნაშრომს (გარდა დოქტორანტებისა) უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც არის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი;
  • მონაწილეთა ნაშრომები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტს;
  • ნაშრომების აბსტრაქტები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საკონფერენციო მოხსენებათა აბსტრაქტების კრებულში;
  • კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული ან/და ინგლისური.


კონფერენციაზე რეგისტრაციის ვადა:

  • რეგისტრაციის (აბსტრაქტის წარმოდგენის) ვადა ბმულზე არაუგვიანეს 2022 წლის 4 თებერვლისა;
  • დასტურს კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ მიიღებთ მხოლოდ სრულყოფილად რეგისტრაციის (მათ შორის აბსტრაქტის წარმოდგენის) შემთხვევაში, არაუგვიანეს 18 თებერვლისა.

კონფერენციის ჩატარების თარიღი:

  • 2022 წლის 22-23 თებერვალი, ონლაინ, Zoom-ის პლატფორმა;
  • კითხვები, კონფერენციის თაობაზე მოგწერეთ ელ-ფოსტაზე: [email protected];
  • კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და დასწრება თავისუფალია;
  • კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომების აბსტრაქტები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა აბსტრაქტების კრებულში.
Message body empty