სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გახდი SEU-ს სტუდენტი ტუტორი

07 იანვარი

სტუდენტური ტუტორები არიან აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ თბილ და მეგობრულ გარემოს სტუდენტებისთვის და მომავალი სტუდენტებისთვის.

ტუტორების მიზანია სტუდენტის აქტიური ჩართვის ხელშეწყობა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და შემოქმედებით მუშაობაში.

ტუტორობა სტუდენტებს ეთვლებათ კურიკულუმს გარე  აქტივობაში, სასწავლო წლის ბოლოს გადაეცემათ სერტიფიკატი და ეს აქტივობა აისახება დიპლომის დანართში.

ფუნქციები და ვალდებულებები:

ტუტორების ძირითადი ფუნქციაა, ხელი შეუწყოს სტუდენტებს:

  • აკადემიურ და პროფესიულ განვითარებაში;
  • გადაწყვეტილების მიღებაში შეთავაზებული სასწავლო კურსების სტატუსთან და მათი არჩევის რიგითობასთან დაკავშირებით;
  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებაში;

ტუტორები ვალდებულნი არიან:

  • მონაწილეობა მიიღონ საუნივერსიტეტო აქტივობებში;

ცხადდება მიღება სხვადასხვა მიმართულებით:

  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ტუტორი;
  • სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტუტორი;
  • იურიდიული ფაკულტეტის ტუტორი;
  • მედიცინის ფაკულტეტის ტუტორი.

შერჩევის კრიტერიუმები

  • აქტიური სტატუსი;
  • მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • მინიმუმ 1 რეკომენდატორი,  სეუ-ს ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი (სახელი და გვარი, პოზიცია, ელ ფოსტა და ტელეფონის ნომერი) 

შერჩევის ეტაპები:

I ეტაპი – დოკუმენტაციის გადარჩევა (CV, სამოტივაციო წერილი)

II ეტაპი – გასაუბრება.

კომპეტენციები

  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • სტუდენტთა საჭიროებების გამოვლენისა და მათზე სწრაფი რეაგირების უნარი;
  • ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • ორგანიზებულობა, განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 7 იანვრის ჩათვლით  გაიარეთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე და ატვირთეთ CV,  სამოტივაციო წერილი და მიუთითეთ რეკომენდატორი(ები).

დარეგისტრირდი

Message body empty