სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ხელნაკეთი ნივთების წინასაახალწლო გამოფენა SEU-ში

22 დეკემბერი

22 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში  გაიმართება  ,,თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" და სათემო საცხოვრისის ,,სახლი"-ს ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების წინასაახალწლო  გამოფენა.

კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის 8 სტუდენტი ქ.თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში  სასწავლო პრაქტიკას გადის. 

პრაქტიკული კურსის განმავლობაში  მაგისტრანტები აქტიურად არიან ჩართულნი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებთან ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქოდიაგნოსტიკის მიმართულებით. სტუდენტები ასევე აქტიურად არიან ჩართულები დაგეგმის პროცესში.

დრო: 13:00 საათიდან 17:00 საათამდე.

გამოფენა ჩატარდება სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით.

ადგილი: SEU-ს ატრიუმი (ახალი კამპუსის პირველი სართული).

Message body empty