13 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, სტუდენტური კლუბის „სტუდენტები ევროკავშირის გზაზე“ ორგანიზებითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდება საჯარო ლექცია: “ყაზახეთის პოლიტიკა რუსეთის, დასავლეთისა და ჩინეთის მიმართ“.
ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
მომხსენებელი: არჩილ სიხარულიძე - SIKHA Foundation-ის უფროსი მკვლევარი.
დრო: 14:00 საათი.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
ადგილი: აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.