სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU აცხადებს მობილობის კონკურსს Yaşar - ის (თურქეთი) უნივერსიტეტში

01 აპრილი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს მობილობის კონკურსს სტუდენტებისთვის, 2024-2025 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრზე, პარტნიორ Yaşar უნივერსიტეტში - https://www.yasar.edu.tr/en/ .

მობილობა სასწავლო პროცესისა და საორიენტაციო შეხვედრების ჩათვლით  გაგრძელდება 2024 წლის სექტემბრიდან  2025 წლის თებერვლამდე. პროგრამაში მონაწილეობისას მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები თვითდაფინანსებულია სტუდენტის მხრიდან.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის მეორე, მესამე კურსის სტუდენტებს.

დეტალური ინფორმაცია Yaşar - ის უნივერსიტეტთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე:

https://drive.google.com/file/d/1p-C1OyT4dpEPwFjWFPItoiQNd81VrxJv/view

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 01.04.2024.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოაგზავნოთ ელ - ფოსტაზე: [email protected]

  • პასპორტის ასლი;
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (B2);
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა;
  • ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სკოლის ატესტატი);
  • ფოტო.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]

Message body empty