სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მასტერკლასი თემაზე - “როგორ მივაღწიოთ წარმატებას ბიზნესში და კარიერაში”

28 მარტი

28 მარტს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით  გაიმართება მასტერკლასი თემაზე - “როგორ მივაღწიოთ წარმატებას ბიზნესში და კარიერაში”.

შეხვედრის მომხსენებელია დათო კენჭაძე – დიქეი ჯგუფის გენერალური დირექტორი, ბიზნეს ადმინისტრირების მწვრთნელი.

კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური მუდმივად ზრუნავს სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაზე, ამ მიმართულებით  ტარდება კარიერის და დამსაქმებლის დღეები, საჯარო ლექციები, ტრენინგები, პანელური დისკუსიები და სხვადასხვა აქტივობები.  

რეგისტრაცია გრძელდება 25 მარტის 18:00 საათამდე. 

მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატი.

ადგილი: SEU-ს ახალი კამპუსი, აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას.

ღონისძიების დეტალების შეხსენების მიზნით SMS გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

დარეგისტრირდი

Message body empty