სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გამოცხადდა მიღება SEU-ს სტუდენტურ კლუბებში

18 სექტემბერი

სტუდენტური კლუბები შექმნილია სტუდენტთა სხვადასხვა საჭიროებისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად. კლუბების მიზანია შექმნას კავშირები, გააფართოოს უნარები და შეისწავლოს საუნივერსიტეტო ცხოვრების ელემენტები. ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის.

თითოეულ კლუბში სტუდენტებს აქვთ მრავალი შესაძლებლობა, მიიღონ გამოცდილება ლიდერობის, კომუნიკაციის, პრობლემების გადაჭრის, მენეჯმენტის, პრიორიტეტების განსაზღვრის და სხვა მიმართულებით.

კლუბები განსხვავდებიან მათი მიზნებისა და საქმიანობის მიხედვით. დეტალური ინფორმაცია კლუბების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://seu.edu.ge/ka/964/

სტუდენტური კლუბების განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს https://www.seu.edu.ge/ka/1975/

შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლად, ან სტუდენტური კლუბის წევრად.

კლუბის წევრების მიღება გამოცხადებულია ყველა კლუბში, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის წევრების მიღება გამოცხადებულია: ტურიზმის, ფსიქოლოგთა, იურისტთა, ციფრულ მეცნიერებათა, სტუდენტები ევროკავშირის გზაზე და მედია კლუბში. 

საორგანიზაციო ჯგუფის წევრის ძირითადი მოვალეობები:

  • სტუდენტური კლუბის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულობა;
  • ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მართვა და კოორდინაცია ღონისძიების მიმდინარეობისას.

მათ, ვისაც გსურთ საორგანიზაციო ჯგუფის წევრად დარეგისტრირება უნდა ატვირთოთ სამოტივაციო წერილი და CV.

ხოლო, თუ გსურთ, გახდეთ სტუდენტური კლუბის წევრი, საჭიროა მარტივი რეგისტრაცია. კლუბის წევრი შეუძლია იყოს ნებისმიერი პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც სურს სხვადასხვა კლუბის ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობის მიღება. მათ შორის პირველი კურსის სტუდენტებიც. 

სტუდენტურ კლუბებში რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:   

ტურიზმის კლუბიბიზნესის კლუბი ფსიქოლოგთა კლუბითანასწორობის კლუბი იურისტთა კლუბიციფრულ მეცნიერებათა კლუბი მედია კლუბისტუდენტები ევროკავშირის გზაზეLITERARY CLUB

მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 18 სექტემბრის 16:00 საათამდე. 

Message body empty