14-20 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, გიწვევთ, SEU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის და კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურის მიერ ორგანიზებულ ტრენინგების კვირეულზე: ,,მენეჯმენტის მიმდინარე გამოწვევები საქართველოში“.
ტრენინგების კვირეული მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ცნობიერების ამაღლებას ბიზნესში მიმდინარე ცვლილებების და გამოწვევების შესახებ.
ტრენინგების თემები:
- 14 ნოემბერი, 13:00 საათი
"სამშენებლო ბიზნესის მართვა პანდემიის პირობებში"
დავით სარიშვილი - სამშენებლო კომპანია იმკ-ს (ინტერ მშენ კომპანი) და სასტუმრო „ანდამატი“-ს აღმასრულებელი დირექტორი,SEU-ს მოწვეული ლექტორი.
სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/32vbWkf
- 14 ნოემბერი 17:00 საათი
“კორონავირუსი - შესაძლებლობა ელექტრონული კომერციისთვის”
ლევან მოლაშვილი - ამაზონის ექსპოჰაბის თანადამფუძნებელი, ამაზონის კოლეჯის თანადამფუძნებელი, კლაუსის დამფუძნებელი, ისრაელის ტექჰაბის კურსდამთავრებული, ლიცენზირებული ტრეიდერი, SEU-ს მოწვეული ლექტორი.
სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3pk4T7S
- 16 ნოემბერი 21:00 საათი
"როგორ გავზარდოთ აქტივობა სოციალურ მედიაში?“
გურამ შეროზია - მარკეტერი, სოციალური მედია ინფლუენსერი, ბლოგერი, SEU-ს ასოცირებული პროფესორი.
სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/35mgw6x
- 17 ნოემბერი 15:00 საათი
"შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა საქართველოში“
ბექა ფერაძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, SEU-ს მოწვეული ლექტორი.
სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/36pgAl1
- 18 ნოემბერი 19:00 საათი
"#მეშევძელი მოტივაციის მართვა“
დავით ჩქოტუა - კომუნიკაციების მენეჯერი, სპიკერი, SEU-ს მოწვეული ლექტორი.
სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/38As2Ns
- 19 ნოემბერი 19:00 საათი
„საბიუჯეტო პროცესის მართვა“
ნინო ბიწაძე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის ანალიტიკოსი, SEU-ს მოწვეული ლექტორი.
სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3llABzm
- 20 ნოემბერი 13:00 საათი
„სატრანსპორტო რეფორმა:მოქალაქეების ინტერესები და ბიზნესის ხელშეწყობა“
ვიქტორ წილოსანი - თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი.
სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/2Ugb3rn
დარეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრის ბმული თითოეული ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე გაეგზავნებათ სარეგისტრაციო ბმულზე მითითებულ ნომრებზე.
შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურს.
ტელ: 2 90 00 00 (27)
E-mail: career@seu.edu.ge