სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ “იბერიას” ონლაინ პრეზენტაცია SEU-ში

26 იანვარი
18:00

26 იანვარს, 18:00 საათზე სეუში გაიმართება ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ "იბერიას" ონლაინ პრეზენტაცია. ცენტრის სეუში დაფუძნების აღსანიშნავად, ღონისძიებას დაესწრება სპეციალური სტუმარი, მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც ცენტრ "იბერია" და ესპანური ენის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებს.

შეხვედრას გაუძღვება ცენტრის დამფუძნებელი ქეთი გორგილაძე.

შეგახსენებთ, სეუ ესპანურ ცენტრ "იბერიასთან" თანამშრომლობით გთავაზობთ ესპანური ენის კურსებს, რომელსაც ცენტრის ქართველი და ესპანელი პედაგოგები გაუძღვებიან.

წლის ბოლოს ყველაზე წარმატებული სტუდენტი გაემგზავრება ესპანეთში, რომლის დახვედრას ცენტრის ესპანელი წარმომადგლები უზრუნველყოფენ სპეციალურად მასზე  მორგებულ ერთ კვირიანი პროგრამით. სტუდენტის ესპანეთში ყოფნა ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ „იბერიის“ მიერ არის დაფინანსებული, (დახვედრა, დაბინავება, კვება) სტუდენტი  იხდის  მხოლოდ მზგავრობის ხარჯებს.

ცენტრის სტუდენტებს, ასევე, ექნებათ საშუალება ისარგებლონ სტუმარი სტუდენტის სტატუსით ცენტრის პარტნიორ ესპანურ უნივერსიტეტებში ან გაიარონ პრაქტიკები ესპანეთში. 

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ

ხანგრძლივობა: 1 საათი და 15წუთი.

კურსის გავლის შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა ესპანური ენის ცენტრი „იბერიის“ ორენოვანი  სერტიფიკატი.

სასწავლო კურსში ჩართვა შესაძლებელია ყველა მსურველისთვის, სეუს სტუდენტები მიიღებენ 50%-იან ფასდაკლებას სწავლის საფასურზე

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სეუს საერთასორისო ურთიერთობების სამსახურს [email protected]

რეგისტრაციის გასავლელად მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/362fw7x

ცენტრი „იბერიას“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: www.iberiainfo.org

Message body empty