სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი აბიტურიენტებისთვის

08 აპრილი
წინანდლის 9, მეტრო 300 არაგველი 13:00

8 აპრილს, SEU - ს სამართლის პროგრამა უმასპინძლებს ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესს აბიტურიენტებისთვის.

აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ძირითადი პრინციპების და გამოწვევების შესახებ.

ტრენინგი მოიცავს 3 ძირითად ასპექტს:

  • ნაფიცი მსაჯულების კანდიდატთა შერჩევის ტაქტიკა;
  • სახელმწიფო ბრალდების და დაცვის სტრატეგიის განსაზღვრა სასამართლო პროცესზე;
  • შესავალი სიტყვის, დაკითხვების და დასკვნითი სიტყვის მომზადების ტექნიკა.

SEU-ს ლექტორები პროკურატურაში და ადვოკატურაში მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ მსმენელებს. მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებში (ბრალდების და დაცვის მხარე) და მოამზადებენ კონკრეტულ ქეისს იმიტირებულ სასამართლო პროცესზე განსახილველად.

აღნიშნული პრაქტიკული კურსი განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ფიქრობენ სამართლის პროგრამაზე ჩაბარებას. მონაწილეები აიმაღლებენ ცოდნას სამართლებრივი საკითხების შესახებ და გაეცნობიან მართლმსაჯულების ფუნდამენტურ ასპექტებს.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

იმიტირებული პროცესი გაიმართება SEU - ს კამპუსში.  COVID – 19 – ის პანდემიის გამო გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, შეხვედრა გაიმართება ყველა წესისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით. უნივერსიტეტში შემოსვლამდე აუცილებლად გავივლით თერმოსკრინინგს.

Message body empty