სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა

18 აპრილი
zoom.us 12:00-16:00

2021 წლის 18 აპრილს, ტარდება განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა.

გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით,სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამით.გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები. აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლებისა წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

გამოფენაზე დასწრება უფასოა!

გამოფენა გაიმართება ზუმის პლათფორმის (Zoom) საშუალებით, შესაბამისად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ ნებისმიერი ადგილიდან.

გამოფენაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე.

რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში დარეგისტრირებული პირები გამოფენის წინა დღეს მიიღებენ შეხვედრის ბმულს და დამატებით ინფორმაციას გამოფენის შესახებ.

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu- guide.ge)

ჩატარების თარიღი და დრო: 2021 წლის 18 აპრილი; 12:00-დან 16:00-საათამდე

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Facebook event

Message body empty