სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

წიგნის „საკონსტიტუციო მართლმსაჯულება“ პრეზენტაცია

30 სექტემბერი

30 სექტემბერს, სეუ უმასპინძლებს - წიგნის „საკონსტიტუციო მართლმსაჯულება“ პრეზენტაციას. ნაშრომი გამოიცა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო სახელმწიფო გრანტის ფარგლებში.

წიგნი განკუთვნილია სამართლის სტუდენტებისთვის, სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებელთათვის, მეცნიერებისათვის, პრაქტიკოსი იურისტებისა და კონსტიტუციური მართლმსაჯულებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.

ნაშრომი მიზნად ისახავს, სისტემურად წარმოაჩინოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ძირითადი საკითხები.

19:00 სთ - ღონისძიების გახსნა და მისასალმებელი სიტყვა.


მოდერატორი:

ანა ფირცხალაშვილი - SEU-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით:

სპიკერები:

  • გია კავთელიშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს რექტორი
  • მერაბ ტურავა - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
  • გიორგი ჩხეიძე - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის ხელმძღვანელი
  • ჯაბა სამუშია - სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი

წიგნის ავტორები:

  • ბესიკ ლოლაძე - SEU-ს პროფესორი, ზურაბ მაჭარაძე - SEU-ს პროფესორი,
  • ანა ფირცხალაშვილი - SEU-ს პროფესორი
    20:00 სთ - ღია დისკუსია/მოსაზრებების გაცვლა
    20:30 სთ - ღონისძიების დახურვა


ღონისძიება ჩატარდება ღია სივრცეში (Covid-19) რეგულაციების სრული დაცვით. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, გვეწვიონ ადგილზე ან მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად.

მისამართი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, წინანდლის 9, სეუ- ახალი კამპუსი

Message body empty