საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებულ უფროსკლასელთათვის გამართული კონკურსის მასპინძელი და მთავარი სპონსორია
კონკურსში, რომელსაც ჰქვია "ვწერ თავისუფალ თემას", მონაწილეობის მიღება შეუძლიათ განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებულ უფროსკლასელებს (მეათე-მეთორმეტე კლასები), მთელი საქართველოს მასშტაბით.
კონკურსის იდეის ავტორი, საორგანიზაციო საბჭოს ხელმძღვანელი და ჟიურის თავმჯდომარეა ფილოლოგიის დოქტორი, განათლების სპეციალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი - გია მურღულია. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში მოწვეულნი არიან ცნობილი მასწავლებლები, მწერლები, პუბლიცისტები, ხელოვნებათმცოდნეები, ფილოსოფოსები, ისტორიკოსები. კონკურსი ტარდება 2 ტურად. პირველ ტურში მონაწილეთაგან ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო მოსწავლეები გადადიან მეორე ტურში. მეორე, საფინალო ტური და დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება SEU-ში.
კონკურსს ეყოლება 10 გამარჯვებული, რომელთაგან განისაზღვრება:
კონკურსის ათივე გამარჯვებულის სკოლას გადაეცემა სპეციალური დიპლომი.
წარმატებას ვუსურვებთ ყველა მონაწილე სკოლას, მოსწავლესა და მასწავლებელს.