სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

„დისტანციური მუშაობის კიბერჰიგიენა"

29 ოქტომბერი

ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების თვეა! 29 ოქტომბერს, SEU უმასპინძლებს ანდრო გოცირიძის ონლაინ საჯარო ლექციას სახელწოდებით „დისტანციური მუშაობის კიბერჰიგიენა“. ბატონი ანდრო ისაუბრებს   გამოწვევებსა და კიბერჰიგიენის მარტივ წესებზე - როგორ შევამციროთ დისტანციური რეჟიმით გამოწვეული კიბერრისკები.

კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო,  მომხმარებელთა დიდი ნაწილი მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. სასწავლო დაწესებულებები და ორგანიზაციები ამ გზით ცდილობენ მოუფრთხილდნენ და დაიცვან თავიანთი თანამშრომლების თუ სტუდენტების ჯანმრთელობა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ონლაინ რეჟიმში მუშაობით კიბერრისკებიც იზრდება.

ანდრო გოცირიძე დახლავთ კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი. თავდაცვის სამინისტროს  კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი 2014 -2017 წწ, გენერალური ინსპექტორი 2012-2014 წწ. სხვადასხვა დროს მუშაობდა თავდაცვის სამინისტროსა და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელ თანამდებობეზე, 2008-2012 წლებში იყო სს „პრივატბანკისა“ და სს „ბანკი კონსტანტას“ უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა ეროვნული და თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგიები, საფუძველი ჩაეყარა კიბერრეზერვის პროექტს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცების კიბერუსაფრთხოების სფეროში ტრენერებად ინტეგრაციას, დაინერგა კიბერცნობიერების ამაღლების მრავალკომპონენტიანი სისტემა.

დარეგისტრირდი

 

 

Message body empty