სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ტრენინგი აბიტურიენტებისთვის „ჟურნალისტიკა - რეალური ამბების თხრობის ხელოვნება“

07 მარტი
16:00

7 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივით, ჩატარდება ჰიბრიდული ტრენინგი აბიტურიენტებისთვის: „ჟურნალისტიკა - რეალური ამბების თხრობის ხელოვნება.“

სპიკერი: თინათინ ზაქარაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი; SEU-ს პროფესორი;

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.

შეხვედრის ფარგლებში, თქვენ გაეცნობით შემდეგ საკითხებს:

  • ჟურნალისტიკის უმთავრესი მიზნები;
  • მედიის გამოხატვის საშუალებები;
  • ინფორმაციის ტიპოლოგია და ასახვის ფორმები;
  • ჟურნალისტური ტექსტის თვისობრიობა;
  • მედიის მიერ სინამდვილის ასახვის, ახალი ამბების გაშუქების - ამბის თხრობის ძირითადი პრინციპები;
  • ოპერატიული ჟურნალისტიკის თავისებურებები;
  • ინფორმაციის გადამოწმების აუცილებლობა.

შეხვედრა მოიცავს საინტერესო,  პრაქტიკულ დავალებებსაც აბიტურიენტებისთვის.

შეხვედრა ტარდება ჰიბრიდულად, როგორც ადგილზე SEU-ში, ასევე Zoom-ში.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები.

შეხვედრის მიზანია ჟურნალისტიკის/ჟურნალისტის როლისა და პრაქტიკული კომპონენტის ჩვენება; ასევე, მედიის მონაწილეობის წარმოჩენა საზოგადოებრივი განვითარების პროცესში.

დარეგისტრირდი

Message body empty