სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მოიპოვე 2000 ფუნტის ოდენობის დაფინანსება და აქციე შენი იდეა რეალობად!

10 აპრილი

Big Idea Challenge ვიდეოფიჩის კონკურსი ბრუნდება. კონკურსი გაიმართება ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში, რომლის პარტნიორია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU. კონკურსი მიზნად ისახავს სტუდენტების, კურსდამთავრებულთა და ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნეს იდეების განვითარებას.

კონკურსი გაიმართება შემდეგ 3 კატეგორიაში:

  • ციფრული ტექნოლოგია;
  • სოციალური სფერო (სოციალური გავლენა);
  • შემოქმედებითი ინდუსტრია (კრეატივი).

ვის შეუძლია მონაწილეობა:

  • საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ პირს;
  • კონკურსანტი უნდა იყოს 18 - 35 წლის პირი.
  • კონკურსანტი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს ბენეფიციარი: სტუდენტი, კურსდამთავრებული ან/და ახალგაზრდა მეწარმე;
  • კონკურსში განაცხადის შეტანა შესაძლებელია ინდივიდუალურად და გუნდურად, მაგრამ კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე უპირატესობა მხოლოდ გუნდებს (არა უმეტეს 4 წევრისა) მიენიჭებათ;
  • ერთი კონკურსანტი არ შეიძლება იყოს ერთზე მეტი გუნდის წევრი;
  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა კონკურსის ყველა მონაწილისთვის ისეთ დონეზე, რომელიც საჭიროა პრეზენტაციის წარმართვისა და პროგრამაში მონაწილეობის უნარ - ჩვევებისთვის.

პრიზი

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით, კერძოდ, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიგონ 2,000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის სტარტაპდაფინანსება, ინტენსიური ბიზნესმხარდაჭერა, საერთაშორისო მენტორინგი, შეუზღუდავი წვდომა ციფრულ სერვისებზე და სხვა პრიზები.


როგორ მიიღოთ მონაწილეობა?

  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/VtyA9yiasAHAMsnJ9
  • გაითვალისწინეთ, რომ კონკურსის მონაწილეებისთვის სავალდებულო იქნება მოკლე, 60-წამიანი, ვიდეოფიჩების ჩაწერა კონკურსის შემდგომ ეტაპზე შესაბამისი ტრენინგების გავლის შემდეგ.
  • როდესაც მოხდება 60-წამიან ვიდეოფიჩების ჩაწერა, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ, როგორც პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაციამ, კონკურსანტებიდან უნდა შეარჩიოს და წარადგინოს 10 საუკეთესო გუნდი.

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 10 აპრილი, 2022 წელი

სამუშაო ენა: ინგლისური-ქართული

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ კონკურსის ,,Big Idea Challenge” ოფიციალურ ვებგვერდს: https://creativespark-bigidea.uk/

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: [email protected]

Message body empty