სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კომპანია „Exadel“-ის კარიერის დღე SEU-ში

13 მაისი

13 მაისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU კომპანია Exadel-ის წარმომადგენელს უმასპინძლებს,  სადაც SEU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს  ექნებათ შესაძლებლობა, გაიგონ რა ეტაპები უნდა გაიარონ საერთაშორისო კომპანიაში კარიერის დასაწყებად.

კომპანია “Exadel” აქტიურად არის ჩართული სტუდენტების პროფესიული განვითარებისა და მდგრადი ტექნოლოგიური ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში. ღონისძიებაზე დამსწრე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ადგილზე გაეცნონ ვაკანსიებს ტექნიკური და  People-Operations მიმართულებით. ასევე, SEU-ს  სტუდენტებისთვის გამოცხადდება სტაჟირება დამწყები დეველოპერებისთვის.

სპიკერი: ანა გოგიჩაიშვილი, კომპანია Exadeli-ის Administrative Assistant in Education Department.

შეგახსენებთ, რომ  კომპანია “Exadel” მუშაობს  თითქმის ყველა სფეროში: ფინანსები, ბლოკჩეინი, საფონდო ბირჟები, ინფორმაციის უსაფრთხოება, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. რათა სტუდენტებს მიეცეთ ფართო არჩევანი, საუკეთესო პროექტის ასარჩევად.

ღონისძიება გაიმართება SEU-ს ახალი კამპუსში. (მეორე სართული,  აუდიტორია N 207)

დრო: 13:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით კარიერული განვითარებისა და კურსდამვრებულებთან ურთიერთობის სამსახურს: 577 24 26 95; 577 14 11 14.

E-mail: [email protected]

დარეგისტრირდი

Message body empty