საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) აცხადებს მიღებას გაცვლით პროგრამაზე ბრაგანცას უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრისთვის. სასწავლო პროცესი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე გაგრძელდება.
Erasmus + პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას, დაუფინანსდება მგზავრობის ხარჯები.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ : ბიზნეს ადმინისტრირების და მენეჯმენტის, პროგრამის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს.
ასევე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, ვინც უკვე დაასრულა პირველი სემესტრი.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 15.07.2022.
საჭირო საბუთების ჩამონათვალი:
⦁ ელექტრონული აპლიკაცია : https://forms.gle/ybhJFja43ytZf3EA6
⦁ პასპორტის ასლი
⦁ ინგლისური ენის სერტიფიკატი (B2)
⦁ აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა
⦁ ცნობა უნივერსიტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ
⦁ სარეკომენდაციო წერილი
⦁ CV Europass ფორმატი
შერჩევის პროცედურებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ გვერდზე: https://www.seu.edu.ge/ka/1518/
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:
Exchange@seu.edu.ge
ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Bragança) პორტუგალიის წამყვანი გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტია რომელიც 8000 სტუდენტს და 500-მდე მკვლევარს, მეცნიერს და პროფესორს აერთიანებს. უნივერსიტეტს ყოველწლიურად 900-მდე საერთაშორისო სტუდენტი სტუმრობს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სეუს სტუდენტებს უკვე რამდენიმე წელია საშუალება აქვთ 1 ან 2 სემესტრი გაატარონ ბრაგანცაში.