სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ქოუდინგის დღეები SEU-ში

24 ნოემბერი
16:00

24 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი  SEU  საგანმანათლებლო სასწავლებელ Skillwil - თან პარტნიორობით უმასპინძლებს ქოუდინგის დღეებს (Coding Days).

ღონისძიების ფარგლებში, სქილვილის წარმომადგენლები ისაუბრებენ IT სფეროს გამოწვევებზე, დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე, თანამედროვე ტენდენციებზე. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ დეველოპერებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო პროექტებზე და მათგან მიიღონ საჭირო ინფორმაცია, დასვან კითხვები როგორც ზოგადად სფეროს, ასევე მათი საქმიანობის შესახებ.

ვორქშოპის მონაწილეებს შეეძლებათ ჩაერთონ შემდეგ აქტივობებში:

  • ლაივ ტესტირება: დეველოპერები დატესტავენ პოპულარულ ვებგვერდებს და სტუდენტებთან ერთად განიხილავენ პროცესს, რომელსაც გადის QA Tester-ი;
  • ინტერაქციული ანიმაციები: Mobile დეველოპერი მოახდენს ინტერაქციული ანიმაციების დემონსტრირებას და ლაივ რეჟიმში შეიტანს სტუდენტებთან ერთად ცვლილებებს კოდში;
  • კოდის წერა: Backend დეველოპერი ლაივ რეჟიმში დაწერს კოდს, აღწერს პროცესს და შექმნის მარტივ თამაშს სტუდენტების ჩართულობით;
  • ხელოვნური ინტელექტი(AI): ვორქშოფზე სტუმრები გაეცნობიან ქართულ ენაზე შექმნილ ხელოვნური ინტელექტის ვებ მოდელს და შეძლებენ თავად დატესტონ მისი მუშაობის პრინციპი;
  • პაზლი: სტუდენტები გაეცნობიან მარტივი კოდირების ლოგიკებს და მოუწევთ ამოხსნან თავსატეხი. 

დრო: 16:00 საათი

ადგილი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, ბიბლიოთეკის შეხვედრების სივრცე.

შეხვედრაზე გათამაშდება პროგრამირების 3 თვიანი კურსი, რომლის ღირებულება 599 ლარია.

ვორქშოფზე დასასწრებად დარეგისტრირდით 22 ნოემბრამდე: https://bit.ly/3tLDBus

Message body empty