2023 წლის 12 იანვარს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართება Erasmus + ჟან მონეს კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლიანი გარდაქმნა განათლებაში”, პრეზენტაცია.
პროექტის მიზანია ევროპის კავშირის მწვანე შეთანხმების ძირითადი კომპონენტების კვლევა, სწავლება და ცნობიერების ამაღლება. იგი ასევე მოიცავს მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებული ევროპული გამოცდილების გაზიარებას და საზოგადოებაში შესაბამისი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
აღნიშნულ პროექტს ახორციელებს SEU-ს ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი, რომლის ხელმძღვანელია ირაკლი სამხარაძე და მასში ჩართულნი არიან წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც სასწავლო კურსის, ისე საზაფხულო სკოლის ორგანიზება, ტრენინგ კურსის შექმნა და სტატიის გამოქვეყნება.
პრეზენტაციაზე დასასწრებად, გთხოვთ, შეავსოთ ლინკი