საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრისა და პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით 9-10 თებერვალს დაგეგმილი ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „მიგრაციის ევროპული გამოცდილება - მიდგომები, გამოწვევები და შესაძლებლობები“ ერთ-ერთი მომხსენებელია პოსტდამის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი ექართ ქლაინი.
კონფერენციის ფარგლებში მისი მოხსენების თემაა: ,,მიგრაცია და საერთაშორისო საჯარო სამართალი’’.
პროფესორი ქლაინი არის ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამფუძნებელი დირექტორი, პოსტდამის უნივერსიტეტში.
1995–2002 წლებში, იგი იყო გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი ნიუ-იორკსა და ჟენევაში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/3waK6s2