მომხმარებელთა უფლებების კვირეულის ფარგლებში 14 თებერვალს SEU-ს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ეწვევა.
შეხვედრაზე SEU-ს სტუდენტების, კურსდამთავრებულების, ადმინისტრაციის და დაინტერესებული პირებისთვის განხილული იქნება, 2022 წლის 1 ივნისს ძალაში შესული „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი და აღსრულების მექანიზმები.
ასევე სააგენტოს წარმომადგენლები ისაუბრებენ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პირველ ფართომასშტაბიან საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო სტაჟირების „დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“.
სტაჟირების პროგრამის მიზანია - სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია SEU-ს იურიდიული და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3Icgd1B
შეხვედრის დასრულების შემდეგ, SEU-სა და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია მხარეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სტაჟირებების, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ერთი მხრივ, უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ, მეორე მხრივ, ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
შეხვედრის დრო და ადგილი: 14 თებერვალი 15:00 საათი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ახალი კამპუსი, აუდიტორია 3/18.