სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საჯარო ლექცია თემაზე: “ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მოდელები და ტექნოლოგიური გამოწვევები მომავალი ექიმებისათვის”

18 მაისი
16:00

18  მაისს, 16:00 საათზე, SEU-ში კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: “ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მოდელები და ტექნოლოგიური გამოწვევები მომავალი ექიმებისათვის”.

თემა განკუთვნილია მომავალი ექიმებისათვის და მოიცავს სამედიცინო სერვისების მიწოდების დონეების, მოდელებისა და სერვისების სპეციფიკაციების, სამედიცინო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების მიმოხილვას, რაც დაეხმარებათ სტუდენტებს, როგორც მომავალ ექიმებს, მიიღონ მეტი ინფორმაცია სამედიცინო სერვისებთან და უახლეს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან მიმართებაში და მოახდინონ სწორი ფოკუსირება სამომავლო პროფესიის შერჩევის პროცესში.

საჯარო ლექციას წაუძღვება, ამერიკული ჰოსპიტალის ხარისხისა და აკრედიტაციის დირექტორი, ნატალია კალანდარიშვილი

მონაწილეობის მიღების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია ბმულზე: 

დარეგისტრირდი

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი

გაითვალისწინეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

სამუშაო ენა: ინგლისური

ხანგრძლივობა: 1 საათი

ადგილი: SEU-ს ახალი კამპუსი, აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას

Message body empty