საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „გურიის რესპუბლიკიდან პირველ ქართულ კონსტიტუციამდე“.
პანელური დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნება:
თემა: ბახვის მანიფესტი და გურიის რესპუბლიკა.
სპიკერი: მწერალი, დოკუმენტალისტი, ავტორი წიგნისა „გურიის რესპუბლიკა“ - ირაკლი მახარაძე
თემა: 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტი, როგორც საქართველოს პირველი კონსტიტუციის პრეამბულა (პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები).
სპიკერი: პროფ. ბექა ქანთარია.
თემა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქართული სამართლის ისტორიის ჭრილში.
სპიკერი: პროფესორი ნინო ცნობილაძე.
დრო: 16:00 საათი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://bit.ly/3WhQBFM