სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SONY-ს ვიცე-პრეზიდენტის ტრენინგი თემაზე: "ინფორმაციის გაზიარების უსაფრთხოება"

24 აპრილი, 2021

23 აპრილს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უმასპინძლა ტრენინგს სახელწოდებით:  "ინფორმაციის გაზიარების უსაფრთხოება".

ტრენინგი გათვლილი იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების პერსონალისთვის და მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც SEU-ს, ასევე, სხვა უნივერსიტეტის თანამშრომლებსაც.

სპიკერი გახლდათ დინეშ ვორა - SONY-ის ვიცე-პრეზიდენტი, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების ვერტიკალურ სფეროში.

ტრენინგზე სპიკერმა განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა:

  • რა არის კიბერ საფრთხეები
  • რა გავლენას მოახდენს კიბერშეტევა ბიზნესზე
  • რა ნაბიჯებია საჭირო კიბერდანაშაულის რისკების თავიდან ასაცილებლად და ა.შ.
Message body empty