სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტაჟირება ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე სეუ-ში

17 მაისი, 2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სეუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სტაჟიორის პოზიციაზე განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ.#9
  • ხანგრძლივობა: 3 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან შესაბამის პოზიციაზე.
  • სამუშაო საათები: არასრული  სამუშაო გრაფიკი
  • ვაკანტური  ადგილების რაოდენობა: 2
  • ანაზღაურება: 300 ლარი


სამუშაოს აღწერა:
 

  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი( სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება).
  • გამავალი ზარის განხორციელება და ინფრომაციის მიწოდება სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
  • სასწავლო ბაზაში არსებული საინფორმაციო ველის ყოველდღიური მონიტორინგი და შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა.
  • პრობლემური საკითხების გამოვლენა და შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება.
  • სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებენზე პასუხის გაცემა.

 ძირითადი მოთხოვნები:

  • ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • (რუსულის ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა(Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, E_ mail, internet);
  • გამართული მეტყველება.
     

ნარ-ჩვევები: 

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • კონფლიქტებისა და დავების მართვა
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტიანი მართვა
  • ინფორმაციის შეგროვება
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე / CV (ფოტოთი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@seu.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

  • განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 23/05/2021
  • გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
  • დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც.