სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ჩატარდა ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი

22 მაისი, 2021

22 მაისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი  SEU-ს ორგანიზებით, ბიზნეს სამართლის კვლევის განვითარების პროექტის ფარგლებში, გაიმართა ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი - "ბიზნეს სამართლებრივი გარემო ბოლოდროინდელი და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად".

ღონისძიება გახსნეს ანა ფირცხალაშვილმა - SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით და თენგიზ თაქთაქიშვილმა - SEU- მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა.

შეხვედრას მოდერაციას უწევდა გოგა კიკილაშვილი - ბიზნეს სამართლის კვლევის განვითარების პროექტის კოორდინატორი, SEU- ასოცირებული პროფესორი.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტებმა განიხილეს ბოლო პერიოდში განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდეს ბიზნეს სამართლებრივი გარემოს ფორმირებაზე.

სიმპოზიუმზე განხილულ იქნა შემდეგი თემები:

ბიზნეს დავები და დავას გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები

  •  ირაკლი ყანდაშვილი - სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე;
  •  ჯაბა გველებიანი - საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი;

შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი

  • ბექა ფერაძე - მთავარი შრომის ინსპექტორი;
  • რაისა ლიპარტელიანი - საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები - მნიშვნელოვანი სიახლეები ბიზნესისთვის

  • ნიკოლოზ აბუთიძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ლიკა კლიმიაშვილი - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოს უფროსი;

მეწარმეთა შესახებ საქართველოს ახალი კანონი, ახალი სამართლებრივი რეალობა, გამოწვევები და შესაძლებლობები ბიზნესისთვის

  • გიორგი გიგუაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ჯგუფის კერძო სამართლის მიმართულების კოორდინატორი;

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი, ახალი სამართლებრივი რეალობა, გამოწვევები და შესაძლებლობები ბიზნესისთვის.

სიმპოზიუმის ლაივის ნახვა შესაძლებელია SEU-ს ფეისბუქ გვერდზე.

Message body empty