სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ Georgian Junior Academy-საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის ღონისძიებას უმასპინძლა

30 მაისი, 2021

30 მაისს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უმასპინძლა Georgian Junior Academy -  საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის მეორე ღონისძიებას ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში.

ღონისძიების პირველი ნაწილი მოიცავდა გამოფენას, ხოლო მეორე ნაწილში კი გაიმართა მუსიკალური კონცერტი.

მონაწილეებს გადაეცათ სიგელები და დიპლომები. ჩატარებული კვლევის მიხედვით, პატარა ხელოვანების უმეტესობის საყვარელი მხატვარი ნიკო ფიროსმანი აღმოჩნდა, ამიტომაც  დიპლომები სწორედ “ფიროსმანის მებადურმა” გადაცა მონაწილეებს. გიორგი კვიჟინაძემ გააცოცხლა ნიკალას ცნობილი ნახატი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ემიგრანტებმა ციურიხიდან, იტალიიდან. ასევე, Zoom-ით ჩაერთნენ ძმები პეტრუზაშვილები ლაგოდეხიდან და ანსამბლი “ნენსკრა” მესტიიდან.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 17 წლამდე ხელოვანთა ნამუშევრები: ნახატები, ნაძერწები და ხელნაკეთი ნივთები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბავშვები და ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, სკოლებისა და სტუდიების აღსაზრელები, აბიტურიენტები, ასევე, პედაგოგ მაია კანდელაკის მოსწავლეები.

გამოფენის ყველაზე პატარა მონაწილე 2 წლის მხატვარი ლიზა კავთელიშვილი გახლდათ.

დამატებითი ინფორმაცია აკადემიის შესახე იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3i5CAJp

Message body empty