სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ლაზარსკის უნივერსიტეტის შეთავაზება SEU - ს აფილირებულ აკადემიურ პერსონალს

04 ივნისი, 2021

გაცნობებთ, რომ ლაზარსკის უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს აფილირებულ აკადემიურ პერსონალს სთავაზობს საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში "Economic and Political Thought" სტატიის გამოქვეყნების შესაძლებლობას.

ჟურნალი "Economic and Political Thought" რეგისტრირებულია შემდეგ სამეცნიერო ბაზებში: ERIH PLUS, BazEKon, BazHum, Index Copernicus.

აღნიშნულ ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება ხელს შეუწყობს SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო დონეზე. სტატიები მიიღება ივნისის ბოლომდე.

სტატიის გადაგზავნისას გთხოვთ, მიმოწერაში მიუთითეთ ვიცე-რექტორის სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით, ქალბატონი ანა ფირცხალაშვილის და პროექტების მართვის მენეჯერის სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით, ნათია გუგუნაშვილის ფოსტის მისამართი.

დეტალური ინფორმაცია ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების სტანდარტებისა და პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე:

https://mysl.lazarski.pl/en/for-authors/

Message body empty