სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში ფსიქოლოგიის კვირეული გაიმართა

18 ივნისი, 2021

14 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა ფსიქოლოგიის კვირეული, სადაც SEU - ს პროფესორებმა და ლექტორებმა ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე:

მადონა კეკელია - ფსიქოლოგიის გამოყენებითი მიმართულებები.

  • ნინო იაკობაშვილი - პოზიტიური ფსიქოლოგია სოციალურ სფეროში.
  • ნინო კობაიძე - რეკლამის ფსიქოლოგია, ეკონომიკის ფსიქოლოგია.
  • თინათინ მიშველიძე - პოლიტიკის ფსიქოლოგია, სპორტის ფსიქოლოგია.

რუსუდან მხეიძე - კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაციის ამოცანები.

  • გიორგი დონაძე - არტთერაპია, ფსიქოდრამა, ფსიქოკონსულტირება.
  • თამარ აზმაიფარაშვილი - ფსიქოთერაპიის საფუძვლები, ფსიქოანალიზი.
  • მაგდა ფერაძე - გეშტალტთერაპია.

ლია ქურხული - განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგიის პრაქტიკული ასპექტები.

  • ნინო ქიტოშვილი - პრევენციული ფსიქოლოგია და პედაგოგიკა.
  • ნინო ტრაპაიძე - ლოგოპედია, სურდოლოგოპედია.
  • თეონა ნუცუბიძე - განათლების ფსიქოლოგია.

ელისო კერესელიძე - ფსიქოლოგია შრომისა და ორგანიზაციის სფეროში.

  • ეკა ლიპარტია - პერსონალის ფსიქოლოგიური შეფასება და შერჩევა.
  • ეკა გვარამია - მართვის ფსიქოლოგია,მომხმარებლის ფსიქოლოგია.
  • გიორგი გერგაული - სამხედრო ფსიქოლოგია.
  • თამარ წიგნაძე - ერგონომიკა.

ინა შანავა - სოციალური ფსიქოლოგია ყოველდღიურ სინამვილეში.

  • მადონა კეკელია - ურთიერთობის ფსიქოლოგია.
  • რუსუდან ესებუა - ხელოვნების ფსიქოლოგია.

ვებინარებს ესწრებოდნენ ფსიქოლოგიის პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტები, აგრეთვე ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.