სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ იმიტირებულ ეროვნულ გამოცდებს უმასპინძლა

30 ივნისი, 2021

12 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ იმიტირებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებს უმასპინძლა.

გამოცდები ჩატარდა შემდეგ საგნებში:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ინგლისური ენა
  • მათემატიკა


აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეცადათ საკუთარი თავი  გამოცდებამდე, სრულიად უფასოდ.

ეროვნული გამოცდების ზუსტი იმიტაციით ისინი:

  • გაეცნენ გამოცდების გარემოს
  • დაძლიეს გამოცდების თანმდევი სტრესი
  • გამოსცადეს თავიანთი შესაძლებლობები
  • გამოიმუშავეს დროის მენეჯმენტის უნარი
  • გაეცნენ გამოცდის მიმდინარეობის წესებს და პირობებს

პროექტში მონაწილეობა 3000-მდე აბიტურიენტმა მიიღო მთელი საქართველოს მასშტაბით. 

SEU წარმატებას უსურვებს ყველა აბიტურიენტს.

გელოდებით SEU-ში!