სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

27 ივლისი, 2021

23 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-სა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სეუ - ს რექტორმა ბ-ნ გია კავთელიშვილმა და იბსუ - ს რექტორმა ბ-ნ  საფფეთ ბაირაქთუთანმა. 

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაზე, რექტორებმა ისაუბრეს უნივერსიტეტების საქმიანობაზე, მიმდინარე პროექტებზე და  ერთობლივ სამომავლო გეგმებზე. 

თანამშრომლობის ზოგადი ასპექტები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ცოდნა-გამოცდილების გაზიარება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება/განვითარების ხელშეწყობა;
  • ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება, აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობის, საერთაშორისო პროექტებსა და სამეცნიერო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით;
  • ერთობლივი პუბლიკაციების მომზადება/გამოქვეყნება და სხვა.
Message body empty