სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ცხადდება სტატიების მიღება ჟურნალ „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ 2021 წლის მეორე გამოცემაში

06 სექტემბერი, 2021

ცხადდება სტატიების მიღება საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ 2021 წლის მეორე გამოცემაში გამოსაქვეყნებლად. ჟურნალი „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ გამოიცემა წელიწადში ორჯერ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მიერ.

იგი მიზნად ისახავს სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას. ჟურნალი საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებს, მაგისტრის ხარისხის მქონე პირებსა და დოქტორანტებს, წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:

  • ეკონომიკა;
  • სამართალი;
  • ადმინისტრირება და მართვა;
  • ფსიქოლოგია;
  • პოლიტიკის მეცნიერებები;
  • ჟურნალისტიკა.

თითოეული ნაშრომი, რომელიც წარედგინება სარედაქციო კოლეგიას, უნდა იყოს ორიგინალი. სხვა შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს მისი პირვანდელი გამოქვეყნების დრო და ადგილი, აგრეთვე, დადასტურებული უნდა იყოს ავტორის უფლება ხელახალი ან განახლებული რედაქციით გამოქვეყნების თაობაზე.

კონკრეტული სტატიის გამოქვეყნების შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომი უნდა იყოს აქტუალურ, პრობლემატურ ან მნიშვნელოვან საკითხზე ფოკუსირებული.

ნაშრომი მიზნად უნდა ისახავდეს დარგში არსებულ დისკუსიაში წვლილის შეტანას ან ახალი დისკუსიის წამოწყებას, მასში უნდა იყოს მოცემული მყარი არგუმენტები, დასაბუთებული მოსაზრებები და ავტორიSEUლი დასკვნები.

ნაშრომში კვლევის მეთოდოლოგიის არსებობის შემთხვევაში, იგი სრულად უნდა იყოს დაცული.

ჟურნალში გამოსაქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომები, ანტიპლაგიატის ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ, ექვემდებარება სავალდებულო რეცენზირებას (peer review) ჟურნალში სტატიის განთავსება უფასოა. ჟურნალში განთავსებულ თითოეულ ნაშრომს იდენტიფიცირებისთვის მიენიჭება უნიკალური კოდი DOI (Digital Object Identifier - ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი). სტატიები განთავსდება Google Scholar საძიებო სისტემაში.

ჟურნალი არის Ulrichsweb საერთაშორისო რეფერირებადი პერიოდული გამოცემების ბაზაში განთავსებული და წარმოადგენს ERIH PLUS-ის მიერ ინდექსირებულ, ღიად ხელმისაწვდომ გამოცემას.

საავტორო უფლებები გამოქვეყნებულ ნაშრომზე რჩება მის ავტორებს/თანაავტორებს.

ჟურნალი გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. შესაბამისად, სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე.

SEU-ს აფილირებული პროფესორებისთვის უზრუნველყოფილია სტატიის თარგმნა ინგლისურ ენაზე. (სხვა შემთხვევაში, შეთავაზებული იქნება თარჯიმნის ფასიანი მომსახურეობა).

ნაშრომის შესრულების სტანდარტები იხილეთ ბმულზე: https://www.seu.edu.ge/ka/1727/VSS

ნაშრომები მიიღება ელ-ფოსტაზე: [email protected]

ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 ოქტომბერი

გისურვებთ წარმატებას!

Message body empty