სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს სამეცნიერო ჟურნალი "სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები" ახალ სამეცნიერო ბაზებშია

27 სექტემბერი, 2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სამეცნიერო ჟურნალი "სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები" კიდევ დაემატა შემდეგ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებს: Scilit, ResearchBib, SIS. აღსანიშნავია, რომ Scilit ბაზა დაკავშირებულია Crossref - თან და მასში განთავსების შედეგად, სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები ავტომატურად ინდექსირდება Google Scholar-ის საძიებო სისტემაში. აღნიშნული ხელს უწყობს სამეცნიერო ჟურნალის ხელმისაწვდომობისა და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო დონეზე.