სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და ადამიანის განვითარების ღია საერთაშორისო უნივერსიტეტ „უკრაინა“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 ოქტომბერი, 2021

13 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და ადამიანის განვითარების ღია საერთაშორისო უნივერსიტეტ „უკრაინა“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული შეთანხმების თანახმად, პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ერთობლივ საგრანტო და სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობას და სხვა ტიპის ღონისძიებებს ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით.

მემორანდუმის გაფორმების პარალელურად, SEU-ს პერსონალს განათლების სფეროში ინკლუზიური პრაქტიკის სხვადასხვა მოდელის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა. უკრაინელმა კოლეგებმა მათ გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცის ორგანიზების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.  სამუშაო პანელი მოიცავდა ღია დისკუსიას.

ვებინარი ჩატარდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) მიერ დაფინანსებული გრანტის ფარგლებში.  

უნივერსიტეტი „უკრაინა“ ერთ-ერთი წამყვანი კერძო უნივერსიტეტია უკრაინის უმაღლეს სასწავლებლებს შორის, სადაც 11 000 სტუდენტი ეუფლება უმაღლეს განათლებას 45-ზე მეტი სპეციალობით. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების 9% შშმ პირია და მათთვის ხელმისაწვდომია ინტეგრირებული საგანმანათლებლო გარემო და მაღალი ხარისხის განათლების სერვისი.

 

Message body empty